საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89225

1962

ტიპი: სტატუსი

1962 წელს ივანე შაიშმელაშვილს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1962

ტიპი: თანამდებობა

1962 წლიდან დიმიტრი ბენაშვილი იყო პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგე.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე შანიძის ლექსი „გულისნადები”.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე შანიძის საბავშვო პოემა „ლომი და მელა”.

1962

ტიპი: თანამდებობა

1962 წლიდან დიმიტრი ჯანელიძე იკავებდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის თეატრისა და კინოს ისტორიის კათედრის გამგის თანამდებობას.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის ლექსების კრებული „მადლი მიწისა”.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 თებერვალს ქრისტინე შარაშიძემ ევგენი ხარაძეს მისწერა, რომ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საქართველოს შესახებ თავისი ნაშრომის რამდენიმე ფურცელი ნაჩქარევად დაწერა და მათი დაბრუნება სთხოვა შესამოწმებლად და შესავსებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაბეჭდვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

1962

ტიპი: გარდაცვალება

გრიგოლ ბერძენიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 7 თებერვალს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 16 თებერვალს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ პოზნანში მუშაობდა განთქმული კარდიოლოგი, რომელიც ვარშავაშიც ჩადიოდა და შეეძლოთ, გიორგი ზაქარიაძის შვილი სამკურნალოდ მასთან მიეყვანათ.

1962

ტიპი: ავტორობა

1962 წლის 5 ივნისს შალვა აბრამიძემ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა წერილი და მადლობა გადაუხადა დავით ბრეგვაძის ხელით „სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალების (XV-XVI სს)“ გაგზავნისთვის.

1962

ტიპი: გარდაცვალება

ალექსანდრე ჭეიშვილი გარდაიცვალა 1962 წლის 6 სექტემბერს.

1962

ტიპი: გარდაცვალება

პეტრე ბახტურიძე გარდაიცვალა 1962 წლის 17 ოქტომბერს თბილისში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „ჭინჭრაქა”.

1963

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძის თაოსნობით რუსეთში, ვორონცოვის არქივში აღმოაჩინეს მე-17 საუკუნის „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერი.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოქვეყნდა ანდრო ლომიძის „ელდარის მზე“.

1963

ტიპი: თანამდებობა

1963 წლიდან მარიამ ბარათაშვილი იყო თბილისის მშრომელი დეპუტატების საქალაქო საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი.

1963

ტიპი: გარდაცვალება

1963 წელს პირ­ვე­ლი ტო­ლას მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელ­ი პოლიევქტო სოფრომის ძე გაგოშიძე გარდაიცვალა.

1963

ტიპი: ღონისძიება

1963 წელს გივი გიორგის ძე ჟორდანია პროფესორი გახდა.

1963

ტიპი: ღონისძიება

1963 წელს ოთარ ლავრენტის ძე თევდორაძეს აფხაზეთის ასსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1963

ტიპი: განათლება

1963 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგურს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს გამოვიდა ივანე შაიშმელაშვილის წიგნი „ორი პოემა“.

1963

ტიპი: ავტორობა

1963 წელს „ნაკადულმა” გამოსცა სიმონ წვერავას წიგნი „ჩემი სოფლის სურათები”.

1963

ტიპი: ღონისძიება

1963 წელს ორდე დგებუაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეცხრამეტე საუკუნის ქართული დრამატურგია” და მას მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.