საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88595

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, იანვრის დიდთოვლიან ღამეს, თევდორე კიკვაძის სახლს მაკვანეთში ინგუშთა რაზმი დაესხა თავს გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით. კიკვაძე დაიჭირეს და ოზურგეთში წაიყვანეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს, მეორე სახელმწიფო დუმის რწმუნებულთა არჩევნების წინ დაპატიმრებულმა თევდორე კიკვაძემ იოლად დააღწია თავი ციხეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკ ივანე ნინიძეს ტერორისტთა ხელმძღვანელად ის ჰყავდა დასახელებული. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მისი დაჭერა, ღამით ციხეში გაგზავნა და გზაში მოკვლა იგეგმებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტი ეროვნული საბჭოს სტენოგრაფიული ოქმების შემდგენელთა ჯამაგირების გათანასწორების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა, რომ სამანდატო კომისიაში გიორგი გვაზავასა და იასონ ლორთქიფანიძის ნაცვლად რევაზ გაბაშვილი და სპირიდონ კედია დაინიშნებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე დადგინდა სამანდატო კომისიისთვის ერთი კვირით ვადის გაგრძელება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კანონპროექტი წინამძღვრიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის სახელმწიფო სკოლად გამოცხადების შესახებ განათლებისა და საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე კანონპროექტი ეროვნული საბჭოს კანცელარიის საფინანსო-საბიუჯეტო განყოფილების საქმეთა მართველის ანაზღაურების გაზრდის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი ქართული უნივერსიტეტის სახელმწიფო უნივერსიტეტად გადაკეთების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი სასამართლო სისტემის თანამშრომელთა ანაზღაურების გაუმჯობესების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 27 აგვისტოს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე განიხილეს კანონპროექტი საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს იესე ბარათაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე მთავრობის წინადადება სახელმწიფო კონტროლიორისათვის ანაზღაურების დანიშვნის შესახებ საფინანსო კომისიას გადაეცა განსახილველად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 21 ივნისს ერობათა კავშირის ამიერკავკასიის განყოფილების ბუღალტერიის გამგედ, ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაცვლად იაკობ საიანოვი დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 აგვისტოს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას თავმჯდომარეობდა იესე ბარათაშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, იოსებ აბაკელია. მდივანი – დავით ონიაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნიკოლოზ ჩხეიძე, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ქართველ-ებრაელთა წარმომადგენელი მოქალაქე კოკიელოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 20 იანვარს სამხედრო კავშირის კომიტეტმა წერილი მისწერა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ყოფილი სამხედრო მინისტრის, ალექსანდრე თუმანიშვილის გარდაცვალებისა და მისი ოჯახის მატერიალურად დახმარების თაობაზე.

1917

ტიპი: გარდაცვალება

1917 წლის 18 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, გარდაიცვალა მესამე მფრივანი რაზმის პოდპორუჩიკი, ალექსანდრე ფავლენიშვილი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, საქართველოს კათალიკოსობის კანდიდატად დასახელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი, ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც საეკლესიო საკითხების კარგ მცოდნედ ითვლებოდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე ხატისოვი ალექსანდროპოლის საბჭომ ქალაქისთავად დაასახელა.