რეგისტრირებული ფაქტები88771
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წერილი გაუგზავნა ფრონტის სხვადასხვა ნაწილების უფროსებს, რომ ხელი შეეწყოთ თბილისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარის მიხეილ გრუზინსკისა და ამავე ბანკის ბათუმელი აგენტის, პავლე მჭედლოვის წასვლისთვის ქალაქ ბათუმში საბანკო საქმეების მოსაგვარებლად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 5 თებერვალს ქალაქ ქუთაისის ექიმი, დ. ლორთქიფანიძე საგუბერნიო ექიმის თანაშემწედ დაინიშნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა მიხეილ მაჩაბელი. მდივანი – დავით ცერცვაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 21 თებერვლის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, თბილისში დაბრუნდა აკაკი ჩხენკელი, რომელიც ქუთაისსა და ბათუმში იყო მივლინებით. მისი თაოსნობით ქუთაისში შეიქმნა შერეული კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საერთო პლატფორმა პოლიტიკურ პარტიათა მოსარიგებლად და სამოქმედოდ.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 20 მაისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ბათუმის ოლქის მასწავლებელთა კავშირის ქართულმა სექციამ აირჩია გამგეობა, რომლის შემადგენლობაშიც შევიდნენ: ილია ფერაძე, არსენ წითლიძე, თეოდოსია ჯაყელი, ალექსანდრე მგელაძე და სალომე ხიმშიაშვილი.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 3 მაისს ამიერკავკასიის საგანგებო კომიტეტმა თანამდებობიდან გადააყენა გადმოხვეწილთა საქმეების ხელმძღვანელი, გენერალი თამამშევი და ამ საქმეების კომისრებად გაამწესა ხოსრო ფაშა ბეგი სულთანოვი და ს. ტიგრანიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 მარტს ეროვნულ საბჭოს თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს მოხსენება წარუდგინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობამ მომხდარ არეულობასა და ერთა შორის დამოკიდებულების შესახებ.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მის შუათანა ძმას, პროფესიით დურგალ სანდროსა და ძმის მეგობარ კურცხალიას ყარსში დიდი საქმე აეღოთ, მაგრამ შიოს მამის გარდაცვალების გამო იქ წასვლა ვეღარ შეძლებიათ.
1929
ტიპი: თანამდებობა
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისის გარდაცვალებისა და ოჯახისეული სახლ-კარის დაკარგვის შემდეგ მისმა შუათანა ძმამ, სანდრომ დურგლობას თავი დაანება და ჯავაში გადავიდა დიაკვნად.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მის შუათანა ძმა სანდროს თბილისიდან ვარიანში ჩამოჰყავდა პირები, რომლებსაც მასწავლებლებად ასაღებდა და მამის ოჯახში აჩერებდა. მხოლოდ დიდობაში გაიგო შიომ, რომ ყველა ის პირი სოციალისტი იყო და მთავრობისგან დევნილებს მისი ძმა მალავდა, რადგან მღვდლებს მაშინ დიდი ნდობა ჰქონდათ.
1954
ტიპი: ავტორობა
1954 წლის 27 ივნისს ევგენი გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკული კომიტეტის, „პარიზის ბლოკის", ევროპის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელთა სამგლოვიარო კრების თავჯდომარემ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტ. ვიტვიცკიმ სამძიმრის წერილი მისწერა საქართველოს მთავრობას.
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ გაიხსნა იტალიური საწყობები, მაღაზიები; ბათუმში შემოვიდნენ იტალიური სავაჭრო გემები და სხვა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 30.04 - 29.12 ევგენი გეგეჭკორმა და საქართველოს ლობისტმა აშშ-ში, უოლტერ ჩენდლერმა მოხსენებითი ბარათები გამოგზავნეს ლონდონიდან და ვაშინგტონიდან, სადაც აღწერილია კავკასიის პრობლემები და ევროპის ქვეყნების პოზიციები. ევგენი გეგეჭკორის მოხსენებას ნოე ჟორდანიასადმი ახლავს მინაწერი: „მოწონებულ იქნას ლექციების ორგანიზაცია, პოლიტიკური სადილი მხოლოდ ჩხენკელის ან მინისტრთა თანდასწრებით გაიმართოს."
1928
ტიპი: ავტორობა
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევ.გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მემორანდუმში აღწერილია, როგორ დაიპყრო საქართველო 1921 წელს რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ და როგორ მოუწია საქართველოს მთავრობას თავშესაფარი საფრანგეთში ეპოვა.

