საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი კორესპონდენტებისთვის რომში მუშაობა მოსახერხებელი იყო. შეატყობინა, რომ მათ ესპანეთში, ოსმალეთში, სირია-ლიბანსა და სპარსეთში მყოფ ჟურნალისტებთანაც შეეძლოთ თანამშრომლობა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თურქეთის მოქალაქე ენრიკო ინსაბატო მათ ოსმალურ-სპარსული პრესის მიმოხილვაში დაეხმარებოდათ. ინსაბატო იტალიური ამბების მოპოვებით იყო დაკავებული.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 10 დეკემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გერმანიაში მის მიერ დაარსებული პრესის ბიუროს თანამშრომლებისთვის ჰონორარის გადახდის საკითხი მოეგვარებინა. ის, ვინც აღნიშნული ორგანიზაციისთვის თანხას გაიღებდა, გაიოზ მაღლაკელიძის პარტნიორი ხდებოდა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 დეკემბერს რომში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, რომ მისი ვიზის სამოქმედო ვადის გასახანგრძლივებლად გერმანიიდან კორესპონდენტის ბარათი გაეგზავნა.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წლის 12 დეკემბერს რომიდან შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს გერმანიაში ორი წერილი გაუგზავნა, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს ეხებოდა. დაჰპირდა, რომ ჩეჩნეთის შესახებაც გაუგზავნიდა მასალებს.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წელს მადრიდიდან ირაკლი ბაგრატიონმა რომში შალვა მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სამეფო ოჯახების შესახებ სტატიის დაწერას აპირებდა.

1949

ტიპი: პირადი ურთიერთობა

ირაკლი ბაგრატიონის მიერ შალვა მაღლაკელიძისადმი მიწერილი წერილით ირკვევა, რომ ირაკლი ბაგრატიონს 1949 წელს შვილიშვილი შეეძინა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ირაკლი ბაგრატიონმა გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, მისთვის ეცნობებინა, რომელი ქვეყნების სამეფო ოჯახებზე სჭიდებოდა ცნობები.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წელს, იან რუდოლფ მაევსკის სიკვდილის შემდეგ, პოლონეთის არმიის მე-17 პოლკის მეთაურობა ვანო ბაქრაძეს დაევალა.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოვიდა დავით გაჩეჩილაძის საბავშვო ლექსების კრებული „უშიშროების ანბანი”.

1949

ტიპი: ღონისძიება

1949 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის პიესა „სიჭაბუკე ბელადისა”.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს მიხეილ მრევლიშვილმა დაწერა სცენარი „ხარატაანთ კერა“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა კარლო კალაძის წიგნი „ისევ მშობლიურ სოფელში“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა ელიზბარ ზედგინიძის საბავშვო მოთხრობები.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი „ვეფხისტყაოსნის“ გაგრძელებათა საკითხებისათვის“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ალექსანდრე ბარამიძემ გამოაქვეყნა „ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთი საკითხი ი. ბ. სტალინის საენათმეცნიერო შრომების სინათლეზე“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს ლევან ასათიანმა დაწერა „პუშკინი და ქართული კულტურა“.

1949

ტიპი: თანამდებობა

1949 წლიდან ლევან ასათიანი მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-მუშაკად.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გიორგი ლეონიძემ დაწერა „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა ვარლამ ჟურულის მხატვრული ნარკვევი ქუთაისის საავტომობილი ქარხნის შესახებ.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა მარიამ ბარათაშვილის საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული „სოფელა, თინა და ჭიანჭველები“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „მშვიდობის მტრედები“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს გამოქვეყნდა კლიმენტი გოგიავას მოთხრობა „გმირი“.

1949

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1949-1950 წლებში ალექსანდრე სულხანიშვილი ნიუ-იორკში ცხოვრობდა.