საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89503

2026

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე საქართველოს შესახებ მოხსნებით გამოვიდა ინგლისის წარმომადგენელი, ლედი გლადსტონი, რომელმაც სასტიკად დაგმო მოსკოვის იმპერიალისტთა მიერ საქართველოს დაპყრობა და კონგრესს შესაფერისი რეზოლუცია წარუდგინა მისაღებად.

2026

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, სტალინმა ნაძალადევის მუშათა სახლში კრებაზე წაიკითხა მენშევიკების წინააღმდეგ მიმართული მოხსენება. მუშები ხშირად აწყვეტინებდნენ რეპლიკებით. კრება დიდი სკანდალით დამთავრდა. ამ მიზეზითაც ხსნიდნენ ბოლშევიკების გაძლიერებულ დაჭერას.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.