საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89553

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ ივლისის ბერლინის ერთ-ერთ დიდ დარბაზში გაიმართა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბერლინისა და მისი მიდამოების პასუხისმგებელი მოღვაწეებისა და დეპუტატების კონფერენცია, რომელზეც მიიწვიეს და მოუსმინეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენლებს, კარლო ჩხეიძესა და ნოე რამიშვილს.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე. 

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.