საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89807

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 4 მარტს ვაკეში პოლიციელი ძაღლების გამოცდა მოეწყო, რომელსაც პოლიცმეისტერის თანაშემწე სტროევი და ბოქაულები ესწრებოდნენ.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ბარაკიდან ინფექციური დაავადების მქონე პაციენტი კარაფა კარაბუტი გაიქცა.

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ფოთში ექიმი დავით ღამბაროვი ყელჭირვებით (ქუნთრუშა) ავად გახდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ქრისტეფორე გურგენიძემ, გიორგი გეგაძემ და ი. მგელაძემ სევასტი მურვანიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გამოაქვეყნეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გამოვიდა ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის წიგნი „მრეწველობა, ვაჭრობა-ხელოსნობა საქართველოში“. ღირებულება – 50 კაპ.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 1 მარტს ოზურგეთში აფთიაქის შეგირდ პ.ზედგენიძეს შემთხვევით რევოლვერი გაუვარდა და გიორგი დუმბაძე მოკლა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 5 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 28 თებერვალს სოფელ ასკანაში თალაკვაძის სახლიდან გამოსული ისაკი თოიძე 30-მდე ჩასაფრებულმა „სტრაჟნიკმა“ (სოფლლის პოლიციელი) მოკლა.