საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90008

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ილარიონ წიქარიძის უდროოდ გარდაცვალების გამო კ. და ი. ჯანბერიძეების, გ. და ს. დოლიძეების, ნ. მამალაძისა და მ. მგალობლიშვილის სამგლოვიარო წერილი დაიბეჭდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთი „ახალი სხივი“ გ. აფხაზავა-ბადეიშვილის გარდაცვალებას იტყობინება.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექციებს კითხულობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში ვას. წერეთელმა წაიკითხა ლექცია „ჰიგიენიდან“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძემ წაიკითხა ლექცია „ადამ სმიტი და მისი მოძღვრება“.

1910

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 16 მარტს სოფელ ნიგოითში ს. ფირცხალაიშვილმა საყანე მიწისთვის დავის დროს ირ. ფირცხალაიშვილი სასიკვდილოდ დაჭრა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ნიგოითში გოგეშვილის სახლში ბავშვებს თამაშის დროს თოფი გაუვარდათ, რომლის დროსც 8 წლის ნარსია გარდაიცვალა.

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოლგისა და ბელინსკის ქუჩების კუთხეში, ტატო გაბაშვილის სახლის სარდაფში, კახეთის მეღვინეთა ამხანაგობა „ხირსას“ მაღაზია გაიხსნა.