საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90029

1910

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 7 თებერვალს ო. ქაცახიანი თვითმკვლელობის მიზნით მტკვარში გადახტა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 2 თებერვალს მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძემ ფოთის ქალაქის გამგეობის დარბაზში წაიკითხა ლექცია „იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმის თანაშემწე ბ. ბრომელმა და ქიმიკოსმა კავკაზიმ ავლაბრის აფთიაქში, რომლის მოიჯარე ბ. ზოლოტნიცკი იყო, რევიზიის დროს ფალსიფცირებული წამლები აღმოაჩინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა მათხოჯის მომრიგებელი ამხანაგობის წლიური კრება. კრებაზე თავმჯდომარედ მღვდელი ილარიონ გიორგის ძე ჩინჩალაძე, ხოლო მდივნად კლასიონ ლევანის ძე მელაძე აირჩიეს.