რეგისტრირებული ფაქტები90167
სორტირება თარიღი მზარდობით
2026
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტის მიერ გამოცემული წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ პირველ ნაწილში დაბეჭდილია წერილები სოციალისტური ინტერნაციონალის წარმომადგენლებისა, რომლებმაც წინა წელს საქართველოში იმოგზაურეს: ლუი დე ბრიუკერის 35-გვერდიანი სიტყვა და ორი სიტყვა კამილ ჰუისმანსისა.
2026
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 31 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N12) ცნობით, წიგნის „სოციალისტური ინტერნაციონალი და საქართველო“ მეორე ნაწილში შეკრებილია სოციალისტურ ორგანიზაციათა საპროტესტო რეზოლუციები საბჭოთა საქართველოზე თავდასხმის წინააღმდეგ და ამავე მოვლენაზე სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური პრესის პუბლიკაციები, მათგან საინტერესოა კარლ კაუცკის, მარტოვისა და საფრანგეთის სინდიკალიზმის თეორეტიკოს მერჰეიმის წერილები.
2026
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.
2026
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 6-9 ივნისს ჟენევაში გამართულ ერთა ლიგის საზოგადოებათა V კონგრესზე საქართველოს შესახებ მოხსნებით გამოვიდა ინგლისის წარმომადგენელი, ლედი გლადსტონი, რომელმაც სასტიკად დაგმო მოსკოვის იმპერიალისტთა მიერ საქართველოს დაპყრობა და კონგრესს შესაფერისი რეზოლუცია წარუდგინა მისაღებად.
2026
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, სტალინმა ნაძალადევის მუშათა სახლში კრებაზე წაიკითხა მენშევიკების წინააღმდეგ მიმართული მოხსენება. მუშები ხშირად აწყვეტინებდნენ რეპლიკებით. კრება დიდი სკანდალით დამთავრდა. ამ მიზეზითაც ხსნიდნენ ბოლშევიკების გაძლიერებულ დაჭერას.
2026
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ ივლისის ბერლინის ერთ-ერთ დიდ დარბაზში გაიმართა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბერლინისა და მისი მიდამოების პასუხისმგებელი მოღვაწეებისა და დეპუტატების კონფერენცია, რომელზეც მიიწვიეს და მოუსმინეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენლებს, კარლო ჩხეიძესა და ნოე რამიშვილს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, უშანგი სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში რვა დღე აშიმშილეს და სცემეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით გიორგაძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი ვლადიმერ მოსიძე 6 კვირა ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. თბილისის ჩეკაში კედელში ჩაჭედეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გარსევან პატატუნაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის დასაწყისში სოციალ-ფედერალისტი დიმიტრი გაბუნია დააპატიმრეს. ისედაც ავადმყოფმა წამება ვერ აიტანა და სიკვდილის პირას მყოფი შემოდგომაზე საავადმყოფოდან საკაცით გაიტანეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი ვერა ჯიშკარიანი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე, ანარქისტი ამბერკი ქარდავა, რომელმაც 43 დღე მარტო იშიმშილა, რომ პოლიტიკურად აღედგინათ, ასევე ერთი მეგრელი, ერთიც უპარტიო აჭარელი გლეხი და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 30 მარტს, ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთში გადაასახლეს დაშნაკი გრატ კანკანიანცი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 5 ივნისს სომხეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გასამართლებული დაშნაკი არტაშეს სტეფანიანი გადაასახლეს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი.
2026
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.
2027
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.

