რეგისტრირებული ფაქტები81551
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 სექტემბერს კომისიამ, რომელშიც შედიოდნენ ხელაძე, დობორჯგინიძე, ჩხენკელი და ბერეჟიანი, დაათვალიერა სასურსათო სამინისტროს საწყობი, წისქვილები და ფურნეები უხარისხო პურის გამოცხობის მიზეზების გასარკვევად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 სექტემბერს იუსტიციის მინისტრ რაჟდენ არსენიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კანონების გადამსინჯველი კომისიის სხდომა, რომელზეც მიიღეს კანონპროექტი დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების სამოქალაქო მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონში ამიერკავკასიის დელეგაცია არ დაეთანხმა ოტომანთა დელეგაციას ბრესტის ხელშეკრულების ქმედითობასთან დაკავშირებით და შეახსენა 1/14 იანვრის მიმართვით, თურქეთმა თვითონ უწოდა ამიერკავკასიას დამოუკიდებელი. ტრაპზონში ორი დელეგაციის ყოფნის ფაქტი ამტკიცებდა ორივე მხარის მიერ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების იგნორირებას. საჭირო იყო მოლაპარაკებების სიმძიმის ცენტრი არა ფორმალურ-იურიდიული კამათი ყოფილიყო, არამედ საქმის არსი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციაზე ამიერკავკასიის დელეგაციამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ასრულებდა საერთაშორისო სამართლის ყველა მოთხოვნას, აწარმოებდა მოლაპარაკებას რუსეთ-თურქეთის ომის შედეგების ლიკვიდაციისა და თურქეთთან მტკიცე მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით. იმავდროულად გადასცეს ინფორმაცია ამიერკავკასიაში მმართველობის ფორმისა და ტერიტორიების შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმად, ალექსანდრე მაჭავარიანი მისი ძმიშვილი იყო.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც გიორგი მაჭავარიანი და კ. დ. მაჭავარიანი ძმები იყვნენ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ახალციხის მაზრაში ერობას მიეცა იჯარით სერვერ ბეგის მამულები. ერობის მოღვაწეობა მაჰმადიან მცხოვრებლებთან დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად ბრწყინვალედ მიმდინარეობს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, ილია ალექსის ძე ჯიშკარიანი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის ყოფილი დირექტორი იაროსლავ იოსების ძე სვატოვი გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 5 სექტემბრის განათლების მინისტრის ბრძანებით, თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ბოგოიავლინსკი გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 41 ბრძანებით, ელენე მიხეილის ასული ოქრომჭედლიშვილი ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების შტატის მასწავლებლად დამტკიცდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „სახალხო საქმის“ ცნობით, 1918 წლის 4 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე შედგებოდა ქართულ ტეხნიკური საზოგადოების კრება. მოხსენებას წაიკითხავდა ინჟინერი კ. ბუდაკოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 სექტემბრის განათლების მინისტრის N43 ბრძანებით, კიევის კომერციული ინსტიტუტის კურსდამთავრებული გედეონ ლაზარეს ძე მეფარიშვილი აბაშის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 30 ნოემბერს მილოვის სახლში უნდა გამართულიყო საღამო საიათნოვას პატივსაცემად, რომელზეც მიწვეულნი იყვნენ ოვანეს თუმანიანი, გევორქ ბაშინჯაღიანი, იოსებ გრიშაშვილი, ლისციანი და კაპანაკიანი.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის დეკემბერში მილიციის უფროსის განკარგულებით სამი თვით ციხეში ჯდომა მიესაჯათ: გ. შმიკინს, გ. ჩხოტუას, მეთოდი ხიზანიშვილს.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის გაზეთ „სახალხო საქმის" ცნობით, 1-ლი დეკემბრის ნომერში შეცდომით დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე თარხანოვი და ლეონ გიორგის ძე თუმანოვი ესერების (სოციალისტ-რევოლუციური პარტია) ფრაქციის წევრები იყვნენ. სინამდვილეში ისინი ცალკე მოღვაწეობდნენ და კავშირი არ ჰქონდათ ესერების ფრაქციასთან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა და პროფესორთა საბჭოს მდივან-პროფესორმა იოსებ ყიფშიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის შესრულების 6 თვის თავზე მისალოცი წერილი გაუგზავნეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კლდის“ ნომერში შეცდომით დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ივ. კაჩუხაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ მან მხოლოდ ორი თვით, დასვენების მიზნით, დატოვა სამსახური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N 45 ბრძანებით, ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო კანცელარიის გამგე ალექსი მაქსიმეს ძე ტარანოვი სამსახაურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს საქმისმწარმოებელი ალექსანდრე სიმონის ძე სიკორინი.