რეგისტრირებული ფაქტები92415
სორტირება თარიღი მზარდობით
1941
ტიპი: თანამდებობა
1941-1946 წლებში ლავრენტი ჭიჭინაძე უფროსი ლეიტენანტის წოდებით მსახურობდა საბჭოთა არმიაში და მუშაობდა დივიზიის გაზეთის რედაქციაში.
1941
ტიპი: ორგანიზაცია
1941 წელს კონსტანტინე მეძველია მიიღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რიგებში.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941-1945 წლების სამამულო ომში არტემ ახნაზაროვი მსახურობდა საბჭოთა არმიაში არ მსახურობდა.
1941
ტიპი: ღონისძიება
ანდრია ბენაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნისა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ანდრია ბენაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 10 თებერვალს ყაზახეთში გადასახლებულმა თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ თბილისიდან მიიღო გაზეთი, რომელშიც ასინეთას გარდაცვალების განცხადება ნახა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წლის მარტში სოლომონ ხუციშვილმა საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე „ავქსენტი ცაგარელის დრამატურგია”.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ლიდია გეპშტეინს პენსიის მისაღებად დასჭირდა ცნობა, რომ მუშაობდა თბილისში და თამარ შარაშიძე-ქარცივაძეს სთხოვა დახმარება ექიმ მუხაძესთან დაკავშირებაში.
1941
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1941 წლის 24 მარტს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ქრისტინე შარაშიძეს მისწერა, რომ თინა მესხიშვილს ტყუპი ბიჭი შეეძინა.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ ყაზახეთში გადასახლებაში ყოფნისას წიგნის მაღაზიაში ნახა სერგო კლდიაშვილის წიგნი, ნატა ჩხეიძის თარგმანებით.
1941
ტიპი: გარდაცვალება
1941 წლის 28 ივნისს სოხუმში გარდაიცვალა ანდრია ბენაშვილი. დაკრძალულია ვაკის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
1942
ტიპი: თანამდებობა
1942-1943 წლებში ვიქტორ გაბესკირია იყო რადიოკომიტეტის ლიტერატურულ-დრამატული სექციის უფროსი რედაქტორი.
1942
ტიპი: თანამდებობა
1942-1943 წლებში გიორგი ნახუცრიშვილი იყო საქართველოს მწერალთა კავშირის შემოქმედებითი სახლის დირექტორი.

