საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1883

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1883 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1911 წელს წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წლის თებერვალში დააპატიმრეს ახალგაზრდა მუშა დავითაშვილი და თბილისის ჩეკაში ისე სცემეს, თავი გაუტეხეს, ყურის აპკი გაუგლიჯეს და ნახევრად გონდაკარგული გაგზავნეს სოლოვკაში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ვასილ გაბაშვილს საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის ბუხარის ოქროს ვარსკვლავის III ხარისხის ორდენი ჰქონდა მიღებული.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. ნოე ხომერიკი, ბენია ჩხიკვიშვილი და სხვ., რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ჯალათების სისხლიანი ხელი მისწვდა შორეული ჩრდილოეთის, სუზდალის, ციხეში მსხდომთ. გოგიტა ფაღავა, ვასო ნოდიას, გიორგი წინამძღვრიშვილს და ქართველი ერის სხვა საუკეთესო შვილები რუსეთის ტიალ ველებში დახვრიტეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის ივლისში ოზურგეთის ჩეკას თავმჯდომარემ, მკურნალმა აწამა ძველი სოციალ-დემოკრატი შიო ქურიძე. დასახვრეტად გაიყვანა, გააშიშვლა და თოფი ესროლა.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წელს შიო ქურიძე საზღვარგარეთ იყო.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ჩეკამ შექმნა ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიურო პროვოკატორ ცინცაძე-ლომთათიძის ხელმძღვანელობით.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ ცნობით, ვასო კაპანაძემ მოახერხა ჩეკას შექმნილ ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის სალიკვიდაციო ბიუროში გაძვრომა ვითომ მეორე რაიონის წარმომადგენლად მათი საქმიანობის გასაგებად და დარწმუნდა მათ პროვოკატორობაში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომაზე ცინცაძე და მისი ამხანაგები ვასო კაპანაძეს ამხანაგების გაცემისკენ მოუწოდებდნენ. მან ეს ვერ აიტანა და ერთ დღეს ამხანაგებთან ერთად პროვოკატორებს თავს დაესხა, სცემა, მათი ბინა მილეწ-მოლეწა. მალე ჩეკამ დაატუსაღა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის შემოდგომის მერე ვასო კაპანაძე შემდეგ ციხიდან არ გამოუშვიათ. 5 წლით საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ გადასახლება ვერ მოასწრეს. აჯანყება რომ დაიწყო, ისევ მეტეხში იჯდა და ბოლშევიკების ჯალათების მსხვერპლი გახდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ილია ოდიშელიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1865

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ილია ოდიშელიძე 1865 წლის 25 მარტს, თბილისის გუბერნიაში დაიბადა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ილია ოდიშელიძემ თბილისის კადეტთა სასწავლებელი დაასრულა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წელს ილია ოდიშელიძემ ალექსანდრეს მე-3 სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1887

ტიპი: განათლება

1887 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე სწავლობდა გენერალური შტაბის ნიკოლოზის აკადემიაში, რომელიც პირველი თანრიგით დაამთავრა და შემდგომი სამსახურის გასავლელად კავკასიის სამხედრო ოლქში იქნა გამწესებული.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895-1897 წლებში ილია ოდიშელიძე მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, კავკასიის მე-2 კაზაკთა დივიზიის შტაბის უფროს ადიუტანტად.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1900 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900-1902 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.