რეგისტრირებული ფაქტები90701
სორტირება თარიღი მზარდობით
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლის“ (N29-30) ცნობით, უშანგი სიხარულიძე ოზურგეთის ჩეკაში რვა დღე აშიმშილეს და სცემეს. გამომძიებელი – სიმონიშვილი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით გიორგაძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი წერილის „წამება ჩეკაში“ მიხედვით, სტუდენტი, სოციალ-დემოკრატი ვლადიმერ მოსიძე 6 კვირა ქუთაისის ჩეკას ბნელ სამკუთხეში იჯდა. თბილისის ჩეკაში კედელში ჩაჭედეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 23 ივლისს ქუთაისში დააპატიმრეს მეხუთე ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გარსევან პატატუნაშვილი და არალეგალური მუშაობისთვის 5 წელი მიუსაჯეს. სასჯელს იხდიდა მეტეხის ციხეში.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1925 წლის დასაწყისში სოციალ-ფედერალისტი დიმიტრი გაბუნია დააპატიმრეს. ისედაც ავადმყოფმა წამება ვერ აიტანა და სიკვდილის პირას მყოფი შემოდგომაზე საავადმყოფოდან საკაცით გაიტანეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 25 მაისს სოციალ-დემოკრატი ვერა ჯიშკარიანი მოსკოვის განკარგულებაში გაგზავნეს.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: პოეტი კოწია გამსახურდია, მუშა, სოციალ-დემოკრატი კახიძე, ანარქისტი ამბერკი ქარდავა, რომელმაც 43 დღე მარტო იშიმშილა, რომ პოლიტიკურად აღედგინათ, ასევე ერთი მეგრელი, ერთიც უპარტიო აჭარელი გლეხი და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 30 მარტს, ვადის გასვლის შემდეგ, რუსეთში გადაასახლეს დაშნაკი გრატ კანკანიანცი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 5 ივნისს სომხეთის უზენაესი სასამართლოს მიერ გასამართლებული დაშნაკი არტაშეს სტეფანიანი გადაასახლეს. მას 10 წელი ჰქონდა მისჯილი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წელს ჩეკისტებმა პეტრე დოლიძე თბილისში რამდენჯერმე დაატუსაღეს, ერთხელ გაქცევაც მოახერხა, მეორედ რამდენიმე თვე იჯდა თბილისის ჩეკაში, საიდანაც საშინელი წამების შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ გურიაში დაბრუნება აუკრძალეს. ბათუმში წავიდა და იქ განაგრძო მუშაობა.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი მ. ბერიშვილის წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, ალექსანდრე დოლიძე იყო ფერშალი, სოციალ-დემოკრატი, აღმოსავლეთ გურიაში კარგად ცნობილი, როგორც არალეგალურად მომუშავე.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“(N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, გიორგი ჯანელიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაგრძო პოლიტიკური საქმიანობა და მალე ახალგაზრდა მარქისისტთა თბილისის კომიტეტის წევრად აირჩიეს. აჯანყებამდე ერთი თვით ადრე დაატუსაღეს და აჯანყების დღეებში მოკლეს.
2026
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 28 დეკემბერს პარიზში ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დამცველ ლიგათა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომაში (თავმჯდომარე – ბელგიის ლიგის თავმჯდომარე, პროფესორი მორის ვილმოტი) მონაწილეობდნენ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია საქართველო, სომხეთი, უნგრეთი, ჰაიტი და სხვ.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1909 წელს მძიმე ავადმყოფი ნოე ხომერიკი ადმინისტრაციული წესით ვოლოგდის გუბერნიაში გადაასახლეს.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: კალისტრატე სალარიძე, ილიკო ჯაფარიძე, არტემ სამყურაშვილი, პორფილე სამყურაშვილი, რომელიც ნიკოლოზის დროს 5 წლით ციმბირში იყო გადასახლებული, და სხვ
2026
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებას შეწირულთა სია – მუშები, სოციალ-დემოკრატები: არჩილ კაპანაძე, ლადო ციმაკურიძე, დათიკო ქურციკიძე, კოწია კაკოიშვილი და სხვ.
2026
ტიპი: ავტორობა
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „აგვისტოს გმირთა ხსოვნას“ ცნობით, დუმის თავმჯდომარემ, ხომიაკოვმა ხომიაკოვმა ნოე ხომერიკის სამკურნალოდ გადაყვანის შუამდგომლობაზე შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. მას დართული ჰქონდა პოლიციის დეპარტამენტის ცნობა, რომ ხომერიკი ათ წელზე მეტი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, მისი ლიდერი და რევოლუციური საქმეების სულისჩამდგმელი იყო.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მიწის მუშები, უპარტიონი: ვლადიმერ ლილუაშვილი, ვლადიმერ დათიაშვილი, კოწია მიქაბერიძე, ლავრენტი მიქაძე, ლავრენტი კვინიხიძე, მიხა ცქიფურიშვილი.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილ წერილში „აჯანყების მსხვერპლნი ჭიათურაში“ მოყვანილია აგვისტოს აჯანყებაში დაღუპულთა სია – მასწავლებლები, სოციალ-დემოკრატები: ბესარიონ კაკაბაძე, სიმონ გორდაძე, ვანო აბაშიძე, უპარტიო ტერენტი ბოჭორიშვილი.
2026
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის დამდეგიდან მასიურად იჭერდნენ ახალგაზრდებს, არც ცნობილ რევოლუციონერებს ერიდებოდნენ, გადასახლებიდან ახლად დაბრუნებული კონსტანტინე კანდელაკი კვლავ დაიჭირეს და 6 თვე ჩეკას ციხეში ტანჯეს, ბოლოს კი სხვებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. უკანასკნელად რუსეთში გადაასახლეს 65-კაციანი ჯგუფი.
2026
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს ალექსანდრე ობოლაძემ გადაწვა მანწკავას ძმის, ვასილის, სახლი და თავისი ხელით ცოცხლად დაწვა სახლის პატრონის 12 წლის ვაჟი.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის აგვისტოს ჟურნალ „ბრძოლაში“ (N26) დაბეჭდილი წერილის „ჩეკა და პოლიტიკური სამმართველო“ მიხედვით, ანეტა ვიბორგინი იყო ძველი კატორღელის, ნიკოლოზ ვიბორგინის შვილი.
2026
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

