საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაიწყო სამხედრო სამსახური პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს პირველ მსოფლიო ომში გიორგი მაზნიაშვილი დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ: მუშა, სოციალ-დემოკრატი ერემია მეჩეხია, გლეხი, სოციალ-დემოკრატი სერაფიონ კეკელიძე და სხვ.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N6) დაბეჭდილი წერილის „დაღუპულ ამხანაგებს!“ მიხედვით, პავლე სვანიძე ქუთაისის ახალგაზრდობაში ცნობილი იყო, როგორც ახალგაზრდა მარქსისტთა წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაბეჭდილი რუსეთში გადასახლებული ქართველი პატიმრის საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის 10 მაისს გაგზავნილი წერილის თანახმად, სოლოვეცკის ბანაკში იმყოფებოდნენ სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი მიხეილ შონია, სტუდენტი, ეროვნულ-დემოკრატი იასე ფავლენიშვილი და სხვ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N6) დაიბეჭდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ოდენკურის ორგანიზაციის მდივნის შიო ქურიძის ინფორმაცია „პარტიული ცხოვრება“.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 10 ნოემბერს საქართველოდან ახლად დაბრუნებულმა ვლასა მგელაძემ ოდენკურის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის წინაშე წაიკითხა მოხსენება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 სექტემბერს გერმანელების წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლისას პირველად დაიჭრა გიორგი მაზნიაშვილი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 იანვარს გერმანელების წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლისას მეორედ დაიჭრა გიორგი მაზნიაშვილი.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 5 მარტს გიორგი მაზნიაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1916

ტიპი: თანამდებობა

ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის 1916 წლის 26 ნოემბერს გიორგი მაზნიაშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში დაბრუნდა, სადაც აღმოსავლეთ საქართველოში გაშლილი მე-2 ქართული დივიზიის მეთაურად დაინიშნა, თბილისში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გიორგი მაზნიაშვილის გეგმით და უშუალო მონაწილეობით მოხერხდა კავკასიის ფრონტიდან წამოსული გაბოლშევიკებული და გადეზერტირებული რუსული არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 იანვარს გიორგი მაზნიაშვილს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

კავკასიის ფრონტის მოშლისა და ოსმალური შენაერთების მხრიდან შეტევითი მოქმედებების დაწყებასთან დაკავშირებით, 1918 წლის 30 მარტს, გიორგი მაზნიაშვილი „შემოვლითი კოლონის“ მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 მაისიდან აფხაზეთში დაწყებული რუსული ბოლშევიკური სამხედრო ექსპანსიის აღსაკვეთად გიორგი მაზნიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით შექმნილ ჯარს უნდა დაეცვა ბათუმის პორტები, მაგრამ ოსმალების სწრაფი წინსვლისა და ბათუმის დაკავების შემდეგ მას ჩოლოქის ზღუდის მოწყობა, ოსმალების შეტევის შეჩერება და მათი საქართველოში შემდგომი ექსპანსიის აღკვეთა დაევალა. გენერალმა წარმატებით გაართვა თავი მის წინაშე დასმული ამოცანას და ამ მიმართულებაზე ოსმალური შენაერთების შემდგომი შეიარაღებული ექსპანსია აღკვეთა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაის გიორგი მაზნიაშვილმა წარმატებით შეაჩერა რუსული ქვედანაყოფების შემდგომი წინსვლა და შეტევაზეც გადავიდა. მან დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე. პარალელურად, მისმა შენაერთმა დაამარცხა და ტყვედ აიყვანა კოდორთან გადმომსხდარი ოსმალური დესანტი.

1918

ტიპი: თანამდებობა

შავიზღვისპირეთის სამხედრო კამპანიის შემდეგ, 1918 წლის ნოემბრიდან, გენერალი მაზნიაშვილი ქალაქ თბილისისა და თბილისის გუბერნიის სამხედრო ოლქის და აღმოსავლეთ საქართველოს რკინიგზების გენერალ-გუბერნატორად ინიშნება.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 დეკემბერს, სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, გიორგი მაზნიაშვილი საქართველოში შემოჭრილი სომხეთის არმიის წინააღმდეგ მოქმედი შულავერი-სადახლოს მიმართულების სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართული მხარის წარმატებულად დაწყებული და მიმდინარე სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია 1918 წლის 31 დეკემბერს ბრიტანელების ჩარევით იქნა შეჩერებული და ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა „ლორეს ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის თებერვლიდან გიორგი მაზნიაშვილი ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ გუბერნატორად და რეგიონში დისლოცირებული ქართული გარნიზონის ჯარების სარდლად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“, ანუ, ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების სამხედრო აგრესიისა და აჯანყებული ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის წინააღმდეგ აღმატებულ ძალასთან დაპირისპირებაში გიორგი მაზნიაშვილმა ვერ შეძლო მოწინააღმდეგის ძალების შეკავება. ქართულმა გარნიზონმა და საჯარისო ნაწილებმა დატოვეს ახალციხე და უკან დაიხიეს.