საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91151

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ტარას ვაშაკიძეს შტაბს-კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს ტარას ვაშაკიძე 154-ე ქვეითი პოლკის მე-14 ასეულის მეთაურად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 9 დეკემბერი – 1915 წლის 4 იანვარში სარიყამიშის ოპერაციის დროს ტარას ვაშაკიძემ თავისი ასეულის ძალებით ტყვედ აიყვანა ოსმალთა მე-3 არმიის მე-9 საარმიო კორპუსის სარდალი თავისი შტაბით, სამივე დივიზიის მეთაურებითა და შტაბებით. საერთო ჯამში – 107 ოფიცერი და 2000 ასკერი. ამავე დროს ხელში ჩაიგდო დიდი სამხედრო ალაფი – 8 ზარბაზანი, 24 ტყვიამფრქვევი, დიდი რაოდენობით ცხენები, ტყვია-წამალი, საბრძოლო მასალა და სხვა სახის ნადავლი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 დეკემბერს, სარიყამიჩის ოპერაციისას, ტარას ვაშაკიძემ ასეული ათეულებად დაჰყო და თურქების ბანაკისკენ დაძრა. მატ უბრძანა სროლა არ დაეწყოთ, რათა თურქები ცეცხლის მიხედვით რიცხობრივ სიმცირეს არ მიმხვდარიყვნენ. იგი მარტო წავიდა მტრის პოზიციებისკენ და თურქებისგან დანებება მოითხოვა. ცოტა ხნის შემდეგ თურქმა ოფიცერმა დანებების გადაწვეტილების შესახებ შეატყობინა.

1916

ტიპი: თანამდებობა

სარიყამიჩის ოპერაციისას გამოჩენილი გმირობისთვის ტარას ვაშაკიძეს 1916 წელს პოდპოლკოვნიკობის გამოტოვებით, პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: ღონისძიება

საფრანგეთის პრეზიდენტმა 1915 წლის 31 ივლისს ტარას ვაშაკიძეს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ უბოძა, რითაც მხოლოდ არმიათა სარდლებს აჯილდოებდნენ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სამხედრო მედალი – „Medaille militaire“ ტარას ვაშაკიძეს პირადად იმპერატორმა ნიკოლოზ II-მა გადასცა.

1916

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1916 წლის 7 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩენილი სიმამაცისთვის ტარას ვაშაკიძე 1915 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის მარტში ტარას ვაშაკიძე დარუბანდის 154-ე პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს, პირველი ქართული მსროლელთა პოლკის შექმნის შემდეგ ტარას ვაშაკიძე მის მეთაურად დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს ტარას ვაშაკიძე კავკასიის ფრონტზე მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 8 მაისს ტარას ვაშაკიძეს ამიერკავკასიის დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ, 1918 წლის ზაფხულში ტარას ვაშაკიზე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში ჩაირიცხა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ივნისში ტარას ვაშაკიძე ჯერ გაგრის ფრონტის სარდალი, შემდეგ – ქალაქ ტუაფსეს გენერალ-გუბერნატორი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ მხრიდან სამხედრო აგრესიის აღკვეთისა და ლიკვიდაციის შემდეგ, 1919 წლის ივნისიდან, ტარას ვაშაკიძე ახალციხის ფრონტის სარდლად და ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის დასაწყისში ტარას ვაშაკიძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ელი ქვეითი დივიზიის მეთაურის მოადგილედ დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ტარას ვაშაკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ტარას ვაშაკიძე ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ტარას ვაშაკიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1939

ტიპი: გარდაცვალება

ტარას ვაშაკიძე 1937 წლის 26 თებერვალს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავი დაცულია.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ალექსანდრე ერისთავი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1873

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე ერისთავი დაიბადა 1873 წლის 5 ივლისს, ქალაქ თბილისში.