საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს წევრი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1921 წლებში ალექსანდრე ანდონიკაშვილი პერიოდულად მეთაურობდა სამხედრო სკოლას.

1921

ტიპი: თანამდებობა

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სათავეში ედგა თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს, კოჯორი-ტაბახმელის მონაკვეთს, სადაც 19-24 თებერვლის ბრძოლებში წარმატებით მოიგერია მოწინააღმდეგის შეტევები, ხოლო თბილისიდან უკან დახევის დროს მეთაურობდა არიერგარდის ნაწილებს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საქართველოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი იყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რეზერვში გადაიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საიდუმლოდ იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დამკომთან ერთად ჩამოყალიბებული სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე იყო.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და მასთან ერთად სამხედრო ცენტრის ყველა წევრი დააპატიმრეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 19 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილს საგანგებო სამეულმა სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიუსაჯა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი სამხედრო ცენტრის სხვა წევრებთან ერთად ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახვრიტეს თბილისში, დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

2023

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, სამშობლოსათვის თავგანწირვისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის საქართველოს პრეზიდენტის 2023 წლის 4 ივლისის N04/07/02 განკარგულებით სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საქართველოს ეროვნული გმირის ორდენით და მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წელს შექმნილ სამხედრო ცენტრში 15 პირი შედიოდა, გენერლები: კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და როსტომ მუსხელიშვილი, პოლკოვნიკები: გიორგი ხიმშიაშვილი, ელიზბარ გულისაშვილი, ალექსანდრე მაჭავარიანი და დიმიტრი ჩრდილელი, როტმისტრები: ლევან კლიმიაშვილი და სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კაპიტანი ფარნაოზ ყარალაშვილი, ნიკოლოზ ზანდუკელი, იასონ კერესელიძე, სიმონ ჭიაბრიშვილი და ივანე ქუთათელაძე.

2026

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 23 ივნისს „ტაიმსში“ გამოქვეყნებულ მოწოდებაში ნათქვამია, რომ უნდა შეიქმნას ფონდი იმ ქართველთა დასახმარებლად, რომლებიც რუსების შემოსევის გამო იძულებული გახდნენ დაეტოვებინთ ქვეყანა და ევროპაში გაბნეულიყვნენ, რომელთა ოჯახების მარჩენლები დახოცეს, როგორც მძევლები, ან აჯანყებას შეეწირნენ. მოწოდებას ხელს აწერენ: ს. ე. მორისი, ე. ს. მორისი, ჯეინ კობდენ ენვინი, სარა ანა ბაილსი, სილვია ლინდი, რობერტ ლინდი, ფილიპ სნოუდენი, ეთელ სნოუდენი, ჯ. რამსეი მაკდონალდი, ედით დიურჰამი, ნ. ფ. დრაიჰერსტი.