საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91657

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 25 თებერვალს ქართული და რუსული დრამის არტისტების მიერ „საზოგადო კლუბის“ შენობაში გამართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ-საცეკვაო საღამოზე მონაწილეობას მიიღებდნენ: სტოგინა, დავიდოვა, მასკინა, ვართანოვი, კაევი, ვასილ ურუშაძე, დესპინე ივანიძე, ჩაროვი, გიორგი ჯაბაური.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ფასკუნჯის“ პირველი ნომერში, რომელიც მარტში გამოვიდოდა, გენდეგილის (დომენიკა ზურაბის ასულ ერისთავის), ეკ. გაბაშვილის, კ. მაყაშვილის, ს. შანშიაშვილის, ტ. რამიშვილის და ა. სარაჯიშვილის ნაწარმოებები დაიბეჭდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ფასკუნჯის“ პირველი ნომერში, რომელიც მარტში გამოვიდოდა, ნ.მარის, კ. აბაშიძის, გრ. რობაქიძის, ე. თაყაიშვილის და ილ. ჭავჭავაძის წერილები დაიბეჭდებოდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძესთან დეკანოზ ნესტორ დიმიტრის ძე ყუბანეიშვილის მიერ შედგენილი „სამღვთო სჯულის სახელმძღვანელო“ იყიდებოდა.

1910

ტიპი: გარდაცვალება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ხვარბეთში სევასტი მურვანიძე გარდაიცვალა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მ. ნ. ათაბეგოვი ქალაქის იურისკონსულტი იყო.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 14 დეკემბერს ქუთაისში მოკლულ დავით შევარდნაძეს ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა, რის საფუძველზეც ი. ვორონცოვ-დაშკოვმა გამოძიების ბრძანება გასცა.