რეგისტრირებული ფაქტები93146
სორტირება თარიღი მზარდობით
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანში, კარაჩში ინგლისურ ენაზე გამოდიოდა მის მიერ დასახელებული გაზეთები, მაგრამ მათ მუდმივი თანამშრომლები არ ჰყავდათ. შეატყობინა, რომ საკორესფონდენტო ბარათის მიღებას ცდილობდა.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 29 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძესთან არსებულ ოჯახურ კონფლიქტში მასთან შეხვედრის გარეშე არაფერი გადაეწყვიტა და აუცილებლად გაეთვალისწინებინა ვამეხ მაღლაკელიძის ბედი.
1952
ტიპი: ავტორობა
1952 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს A ფონდის (ყოფილი საეკლესიო მუზეუმის) 100 ხელნაწერი უნდა აღეწერა და სასტამბოდ მოემზადებინა, საქართველოს ისტორიის მასალების XV-XIII საუკუნეების ტექსტები (ნაკვეთი II) გამოეკვლია, დასაბეჭდად გადაცემული H ფონდის ხელნაწერთა 84 აღწერილობის კორექტურა გაეკეთებინა და „აღწერილობათა“ VI ტომისათვის საძიებელი შეედგინა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს მიხეილ ალშიბაიამ შალვა მაღლაკელიძეს უთხრა, რომ გრიგოლ ალშიბაიასა და მას იგი ბრალდებულად არასდროს დაუსახელებიათ.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს შალვა მაღლაკელიძე ცდილობდა, რომ გაიოზ მაღლაკელიძე სამუშაოდ მიუნხენში გადაეყვანა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს შალვა მაღლაკელიძე ალექსანდრე ფაჩულიას გარდაცვალების გამო ბერლინში ჩავიდა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ევგენი გეგეჭკორმა შალვა მაღლაკელიძე მთავრობის სახელით პარიზში მიიწვია. შალვა მაღლაკელიძეს საკონსულოში ვიზის მიღებას დაჰპირდნენ.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ნოე ცინცაძემ შალვა მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ რადიოს პროგრამირების დირექტორად ნიკოლაევსკის დანიშვნას აპირებდნენ. გაიოზ მაღლაკელიძე კი მისი მოადგილე იქნებოდა.
1952
ტიპი: თანამდებობა
1952 წლიდან ანდრო თევზაძე იყო გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნების“ განყოფილების გამგე.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს ალექსანდრე სულხანიშვილი საცხოვრებლად ნიუ-იორკიდან სან-ფრანცისკოში გადავიდა.
1952
ტიპი: თანამდებობა
1952-1955 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო.

