საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81692

1878

ტიპი: თანამდებობა

1878-1881 წლებში ონისიმოვი იყო სოფ. ბარალეთის სკოლის მასწავლებელი.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ვასილ კოპტონაშვილი 11-12 წლის იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

ვასილ კოპტონაშვილი ავტობიოგრაფიაში იხსენებს, რომ 1878 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ჯავახეთის უღელტეხილმა 60 კაცი იმსხვერპლა.

1878

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1878 წელს კონსტანტინე კონსტანტინეს ძე რომანოვი რუსეთ-ოსმალეთის ომში მონაწილეობდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეორე მოსამზადებელ კლასში ქართულის მასწავლებელი იყო პოლიევქტო კვიცარიძე.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წელს შერიფ ახმედის ძე ხიმშიაშვილი სხვა მაჰმადიან დეპუტატებთან ერთად ქართველებთან დასაახლოებლად თბილისში ჩამოვიდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, აგიევსკი ქუთაისის პოლიცმაისტერად დანიშნეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, კონსტანტინე გაგარინი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, ფონ დერ ოსტენ-საკენი კავკასიის საბაჟოს უწყების უფროსად დანიშნეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 იანვრის „დროების“ ცნობით, გამანაწილებელი კომიტეტის თანხა ვახტანგ თულაშვილისთვის უნდა გადაეცათ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის პოემის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ I-XII თავები.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 5 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა სიტყვებით: „ახალმა წელიწადმა შესანიშნავი ამბავი მოგვიტანა...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 იანვრის „დროების“ ცნობით, ბაბაჯანიანცის რედაქტორობით ახალ გაზეთ „პსაკს“ გამოსცემდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 იავრის „დროების“ ცნობით, ყალანთაროვმა წალკაში წითელი ჯვრის საზოგადოების დასახმარებლად შემოწირულობა შეაგროვა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, რაჟდენ ბედინიძე მეორე გილდიის ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ანტონ ცეცხლაძე შემოქმედის კერძო სკოლაში პედაგოგად მიიწვიეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, მოსე დუმბაძის თაოსნობით შემოქმედში კერძო სკოლა გაიხსნა.

1878

ტიპი: სტატუსი

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, მოსე გიორგის ძე დუმბაძე აზნაური იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, თავად მაჭუტაძისა და პედაგოგ უ. კალანდარიშვილის წყალობით ნიგოითის სკოლა არ დაიკეტა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, როზუნოვი ექიმი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ადოლფ რემერტი ექიმი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, უ. კალანდარიშვილი ნიგოითის სკოლაში ასწავლიდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, სერგეი არუთინოვი მედუქნე იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 იანვრის „დროების“ ცნობით, ლუკრეცია კალმაკოვისა წითელი ჯვრის საზოგადოებას ეხმარებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ სერგი მესხის სტატია დაიბეჭდა.