საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92651

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ლეო კერესელიძემ დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მოიპოვა ჟენევის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პრივატ-დოცენტის ხარისხი.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ჟენევის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სწავლობდა გიორგი კერესელიძე.

1910

ტიპი: განათლება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სორბონაშიც.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპაში ყოფნისას წერდა მოთხრობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

ლეო კერესელიძის მოთხრობების კრებული სათაურით „აღმოსავლური ფანტაზიები“ ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძის შექმნილ მოთხრობების კრებულს „აღმოსავლური ფანტაზიები“ წინ უძღოდა საქართველოს მოკლე ისტორია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტური საქმიანობით იყო დაკავებული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტურ კვლევებს ატარებდა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913-1914 წლებში ლეო კერესელიძე ჟენევაში დაარსებული ქართული გაზეთის „თავისუფალი საქართველო” თანარედაქტორი იყო.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გიორგი კერესელიძეს ჟენევაში დაფუძნებული ჰქონდა ქართული გაზეთი „თავისუფალი საქართველო”.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913-1914 წლებში ლეო კერესელიძე მიხაკო წერეთელთან ერთად სათავეში ჩაუდგა საქართველოს გათავისუფლების კომიტეტს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-1914 წლებში საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის ეგიდითა და გერმანელების მხარდაჭერით, ლეო კერესელიძე აქტიურად მონაწილეობდა ეროვნული სამხედრო ფორმირების – ქართული ლეგიონის ჩამოყალიბებაში, რომლის პირადი შემადგენლობაც 1800 კაცით განისაზღვრა.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ლეო კერესელიძეს მიენიჭა კაპიტნის წოდება.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 წლებში „ქართული ლეგიონი“, რომელშიც ლეო კერესელიძეც შედიოდა, დისლოცირებული იყო ტრაპიზონში, შემდეგ სამსუნსა და კერასუნტში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915-1916 წლებში „ქართულ ლეგიონს“, რომელშიც ლეო კერესელიძეც შედიოდა, ჰქონდა თავისი სამხედრო ფორმა, დროშა, ლაზარეთი, შესაკრები პუნქტები, საკუთარი სამხედრო ჯილდოები, მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. იგი მოქმედებდა როგორც განცალკევებული მოხალისეთა სამხედრო შენაერთი გერმანიის და ოსმალეთის სამხედრო ხელმძღვანელობის კონტროლის ქვეშ. ლეგიონი ლაზებით და მაჰმადიანი ქართველებით იყო დაკომპლექტებული და პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე რუსების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული რეიდიც განახორციელა აჭარაში.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ლეო კერესელიძე ქართული ლეგიონის დაშლის შემდეგაც განაგრძობდა დივერსიული აქტების მოწყობას რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში ლეო კერესელიძე იყო თურქული საკავალერიო პოლკის მეთაური და პოლკოვნიკი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916-1917 წლებში ლეო კერესელიძე იბრძოდა მესოპოტამიის ფრონტზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტში, 1918 წლის მაისში, ლეო კერესელიძე ბერლინში იმყოფებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ნოემბერში ლეო კერესელიძე დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში ლეო კერესელიძე თავის რაზმთან ერთად იბრძოდა სომხეთ-საქართველოს ომის შულავერის ფრონტზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის გაზაფხულზე ლეო კერესელიძე თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის“, იგივე „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარებისა და ისლამისტების წინააღმდეგ იბრძოდა სამცხე-ჯავახეთში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ლეო კერესელიძე დაიჭრა აწყურთან შეტაკების დროს.