რეგისტრირებული ფაქტები81743
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916-1918 წლებში ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ვალენტინა გამყრელიძე-ბაღათუროვი თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში მსახურობდა.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს შალვა მაღლაკელიძე ალექსანდრე ფაჩულიას გარდაცვალების გამო ბერლინში ჩავიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს ბათუმის ქალაქისთავად დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე აირჩიეს.
1952
ტიპი: ღონისძიება
1952 წელს გიორგი საჯაია და დათიკო ბერძენიშვილი ალექსანდრე ფაჩულიას ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ბერლინის აღმოსავლეთ სექტორში აპირებდნენ ჩასვლას. სხვა ქართველებს რუსების სექტორში გადასვლა არ შეეძლოთ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 ნოემბრის განათლების მინისტრის N 79 ბრძანებით, გერმანე პავლეს ძე ბარახი რუსული კერძო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორად და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წელს ლონდონის მთავრობის კაბინეტში ჯორჯ ნათანიელ კერზონს საქართველოს საკითხის გარშემო დიდი დავა ჰქონდა. იგი საქართველოსთვის დახმარების მიცემის საჭიროებას იცავდა, მას ეწინააღმდეგებოდა ბრეკენჰედი იმ მიზეზით, რომ კერზონს არ ჰქონდა საქართველოს კულტურისა და ისტორიის შესახებ მეტი ინფორმაცია. მას ამ საკითხში მხარი არ დაუჭირეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სამტრედიიდან დაბრუნდა საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხელაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა რაიონის რკინიგზელთა კავშირის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის მოგვარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების განვითარების საჭიროების შესახებ მოხსენება წარუდგინა, რომელიც საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრების მომზადებას ითვალისწინებდა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ვ. ბერიძის ბინიდან ყაჩაღებმა 13 ათასი მანეთი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს სახალხო სკოლების მთავარ-გამგე გიორგი ჭუმბურიძემ ვარლამ გარდავაძეს მისწერა, რომ განზრახული იყო სასწავლებელთა გახსნა: ბორჯომში, მაჩხაანში, გურჯაანსა და საგარეჯოში. მთავარ-გამგე ვარლამ გარდავაძე სთხოვდა ეცნობებინა სად შეიძლებოდა მისი დანიშვნა ინსპექტორად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.