საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93513

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძემ დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და სანკტ-პეტერბურგის პაჟთა კორპუსი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძე მსახურობდა ნიჟეგოროდის 44-ე დრაგუნთა პოლკში.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს მიენიჭა კორნეტის წოდება.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 5 აგვისტოდან ალექსანდრე ჭავჭავაძეს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 15 მარტიდან ალექსანდრე ჭავჭავაძეს შტაბს-როტმისტრის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 15 მარტიდან ალექსანდრე ჭავჭავაძეს როტმისტრის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლის 26 თებერვლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძეს პოდპოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898-1900 და 1901-1905 წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მსახურობდა მთავარ შტაბში.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძე კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის და მეფისნაცვლის ადიუტანტად მსახურობდა.

1914

ტიპი: თანამდებობა

ალექსანდრე ჭავჭავაძე 1914 წლის 23 აგვისტოს დაინიშნა კავკასიის ცხენოსანი „ველური დივიზიის“ ჩერქეზთა პოლკის მეთაურად, რომელიც იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 19 ივლისს ალექსანდრე ჭავჭავაძეს პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 9 აგვისტოს ალექსანდრე ჭავწავაძე დაინიშნა კავკასიის „ველური დივიზიის“ მე-3 საკავალერიო ბრიგადის მეთაურად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძეს დროებითმა მთავრობამ გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიანიჭა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ზაფხულში დროებითი მთავრობის ბრძანებით „ველური დივიზია“, რომელსაც ალექსანდრე ჭავჭავაძე მეთაურობდა, კავკასიაში დააბრუნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის მარტში, ალექსანდრე ჭავჭავაძე ემიგრაციაში არ წასულა და დარჩა სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ალექსანდრე ჭავჭავაძე გადადგა სამხედრო სამსახურიდან და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თბილისში და აქტიურად ჩაერთო ანტირუსულ და ანტიბოლშევიკურ მოძრაობაში.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოში არალეგალურად მოქმედ ანტირუსულ ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძე არაერთხელ იყო დაპატიმრებული ბოლშევიკური რეჟიმის მიერ.

1930

ტიპი: ნასამართლეობა

1930 წლის 13 თებერვალს ალექსანდრე ჭავჭავაძე დააპატიმრეს ოჯახთან ერთად.

1930

ტიპი: გარდაცვალება

1930 წლის 15 ივლისს ალექსანდრე ჭავჭავაძე „კონტრრევოლუციის მიზნით შეიარაღებული აჯანყების მოწყობისა“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.