რეგისტრირებული ფაქტები93513
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1922-1961 წლებში გიორგი კვინიტაძეს კავშირი ჰქონდა ემიგრაციაში მყოფ ეროვნულ ძალებთან.
1950
ტიპი: ორგანიზაცია
გიორგი კვინიტაძე იყო 1950-იან წლებში დაარსებული რამდენიმე ანტისაბჭოთა ორგანიზაციის ნამდვილი და საპატიო წევრი, კერძოდ: „პარიზის ბლოკი“, „ქართველთა დემოკრატიული კავშირი“, „ქართველ მხედართა დარაზმულობა“.
1970
ტიპი: გარდაცვალება
უცხოეთში გადახვეწილი გენერალი გიორგი კვინიტაძე ღრმად მოხუცებული 1970 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა პარიზთან ახლოს, ლევილში. დასაფლავებული იყო შატუს სასაფლაოზე მეუღლის გვერდით.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლიდან მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ტოპოგრაფიული განყოფილების, გეოდეზიურ სამუშაოთა მწარმოებლად და ქვეგანყოფილების უფროსად.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 2 აპრილს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება – „ბრწყინვალე-ბეჯითი სამსახურისათვის და შრომისათვის, გაწეული სამხედრო დროის მდგომარეობის დროს“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წელს გიორგი ქავთარაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს გიორგი ქავთარაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გიორგი ქავთარაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1918-1921 წლებში, გიორგი ქავთარაძე მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო უწყების ცენტრალურ აპარატში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში გიორგი ქავთარაძეს ეკავა სამხედრო სამინისტროს განსაკუთრებული განყოფილების უფროსის და სამხედრო სამინისტროს კანცელარიის უფროსის თანამდებობები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ-ქემალისტური ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგ გიორგი ქავთარაძე წავიდა ემიგრაციაში და საცხოვრებლად აირჩია პოლონეთი, რადგან მეუღლე პოლონელი ჰყავდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლამდე გიორგი მაზნიაშვილი კაპიტნის წოდებით ირიცხებოდა ციმბირის მე-2 მსროლელ პოლკში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ნოემბრიდან ალექსანდრე ქონიაშვილი აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად დაინიშნა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წელს, ირანში ცხოვრების პერიოდში გიორგი მაზნიაშვილს ფინანსურად ცნობილი ქართველი მრეწველი და მეცენატი, აკაკი ხოშტარია ეხმარებოდა.

