რეგისტრირებული ფაქტები81763
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 12 მაისს დუშეთის მაზრაში დაპატიმრებული მასწავლებელი აარონ მიხეილის ძე დონდოლაძე შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულების თანახმად უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს. 25 ივნისიდან ის პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას და ატყობინებს, რომ საქართველოში ბოლშევიკებმა დაიწყეს მენშევიკების დევნა, აღარ ფუნქციონირებს საწარმოები, რომ დაჭრილები ვაგონებით გადაჰყავთ რუსეთში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ საშუალებით დავით გვილავა გვაუწყებს, რომ სოც-რევოლუციონერთა გაზეთ „შრომაში“ მისი წინანდელი ფსევდონიმით „შუბი“ ხელმოწერილი წერილები მას არ ეკუთვნის.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი მეცხრე წერილს წერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და იტყობინება, რომ ტანეევის ცოლი თინ. ჯორჯაძე იმყოფებოდა თბილისში, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიქმენა ორი დაპირისპირებული მხარე, ერთი მხრივ წითელი არმია და მეორე მხრივ საქ. დამოუკიდებლობის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგას სერგო ქავთარაძე და მამია სახელაშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი ატყობინებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ საქართველოშო ბრძოლა წითელარმიელებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის დამთავრდა ქართველების გამარჯვებით, რადგან მათ ლენინმა დაუჭირა მხარი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას, ატყობინებს, რომ ფილიპე მახარაძის მოადგილედ სერგო ქავთარაძე დაინიშნა.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი პარიზში წერილს უგზავნის პოლიტიკურ კომისიას, ატყობინებს, რომ 1-ელ მაისს საქართველოში გაიმართა მენშევიკების მიტინგი. ბოლშევიკებმა ვერ მოითმინეს და მიტინგზე ყველა მენშევიკი დააკავეს, მათ შორის იყვნენ სოლომონ ჯიბლაძე და ვლასა მგელაძე.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ ქემალისტები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით კავკასიაზე თავდასხმას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ბოლშევიკებიც მზად იყვნენ მათთან საბრძოლველად. თბილისიდან ჩავიდნენ დავითხანიანი და აჰმედ ცალიკოვი, რომლებიც ემიგრანტებს დახმარებას უწევდნენ. ნოე ხომერიკი საყვედურობდა კომისიას, რომ მათგან საჭირო ინფორმაციას და ქმედებებს ვერ იღებდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ გვაუწყებს, რომ დაკარგული იყო ჯარისკაცი ნიკოლოზ ცუცქირიძე, რომელიც ომის დროს კავკასიის ფრონტზე მსახურობდა. 1917 წლის მარტიდან მშობლებმა მის შესახებ არაფერი იცოდნენ. ისინი მოსახლეობას სთხოვდნენ თუ რამე იცოდნენ მათი შვილის შესახებ ს. ჩხირაულის სამმართველოში სპირიდონ სვიმონის ძე ცუცქირიძესთვის მიეწერათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „სახალხო საქმე“ იუწყებოდა, რომ ცენტრალურ შემთანხმებელ კამერაში მთავრობის მესამე წარმომადგენლად ცენტრალური საადგილმამულო გამგეობის წევრი ი. გ. ქარცივაძე დაინიშნა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 16 მაისს ნოე ხომერიკი ამხანაგებს – დიმიტრი ევგენის ძე ათაბეგს, ვიქტორ მაქსიმეს ძე ცინცაძესა და დავით ბესარიონის ძე ღოღობერიძეს – ატყობინებს, რომ 1-3 მაისს დაიჭირეს კომიტეტის წევრები, მათ შორის: კირილე იესეს ძე ნინიძე, ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი, შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე, ასევე ატყობინებს, რომ ამ დროისთვის თბილისის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვია და სთხოვს ზომების მიღებას, რომ დაჭერილები არ დახვრიტონ.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „სახალხო საქმის“ უწყებით, მომარაგების კომიტეტის ცენტრალური საწყობის გამგემ შენიშნა, რომ სააფთიაქო ქსელის განყოფილებიდან მედიკამენტებს იპარავდნენ. ქურდები აღმოჩნდნენ სააფთიაქო განყოფილების თანამშრომლები: ბ. ოჰანეზოვი, ა. პლოტნიკოვი, ნ. პლოტნიკოვი, ნ. კობიაშვილი, ვ. გონჩაროვი, შ. გოგუა, კ. გოგუა და გ. ტომარაძე აღმოჩნდნენ. ისინი მილიციამ დააპატიმრა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ფერიზ ვექილოვის, აჰმედ ცალიკოვის და რუსტამბეკოვის გადმოცემით, ანგორაში მეტად სასტიკად ებრძვიან ბოლშევიკებს. საქართველო სომხებთან, მთიელებთან და აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ერთად იმოქმედონ ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებდნენ მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე ფუად კონდუხოვი და გენერლები: ხალილოვი და გადჯიბეგოვი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალური წერილი მისწერა, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. მინისტრი მწუხარებას გამოთქვამდა თურქული ჯარის მიერ არდაგანის მხარეში საზღვრის დარღვევის ფაქტის გამო და იმედოვნებდა, რომ თურქული მხარე არსებული მდგომარეობის განსამუხტავად ზომებს მიიღებდა. წერილის სრულ ვარიანტს ტელეფონით დოქტორი ვახტანგ ღამბაშიძე გადასცემდათ, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გასცნობოდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ მე-II არმიის პოლიტკომი, პანკრატოვის თავმჯდომარეობით მოითხოვს რეპრესიებისა და კონტრევოლუციის ერთბაშად აღმოფხვრას,რასაც სამოქალაქო ჩეკა ეწინააღმდეგება.ასევე სხდომაზე დაუდგენით მოკვლა რამდენიმე პირისა: ნოე რამიშვილი, მ. ჩხენკელი, ვ. ჯუღელი, კელიასა და აცლიას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14/27 აპრილს თბილისში ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი სწერს წერილს გენერალ ვეჰიბ-ფაშას, რომელშიც სთხოვს, მხედველობაში მიიღოს ახალციხის ოლქში მცხოვრები მუსულმანების პოზიცია და არდაგანის საზღვრებთან შექმნას მშვიდი გარემო, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის კეთილდღეობას.