საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89237

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს მოსე სიმონის ძე მახარაშვილი ძმუისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წელს სვიმონ ზაალის ძე ჟორჟოლაძე ძუყნურის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1820

ტიპი: განათლება

1820 წელს დაბადებულმა დანიელ ახვლედიანმა საღვთო წერილი, წერვა და გალობა ლეჩხუმში შეისწავლა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წელს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი გურიაში გაემგზავრა.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წელს შემოქმედის ციხესთან იოთამ ბოლქვაძემ ი. ო. პუზირევსკი მოკლა.

1820

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1820 წელს ივანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე გურიაში ქაიხოსრო გურიელის ოჯახს აფარებდა თავს.

1820

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვი 1820 წლის 20 თებერვალს გორში დაიბადა.

1820

ტიპი: გარდაცვალება

1820 წლის მარტში ნაცემ-ნაწამები და დატყვევებული დოსითეოს ქუთათელი რუსეთისკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ანანურის ტაძარში დაკრძალეს.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტს პოლკოვნიკი ი. ო. პუზირევსკი და ხიშტებმომარჯვებული ჯარისკაცები მიტროპოლიტ დოსითეოს ქუთათელის ოთახში შეიჭრნენ და შეიპყრეს.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 4 მარტის ღამეს სეხნია წულუკიძე, მდივანბეგი დავით მიქელაძე, დარეჯან ბაგრატიონი და სხვ. შეიპყრეს, ტყვეებს თავზე გაფისული ტილოები ჩამოაცვეს, შეკოჭილები ურემზე შეყარეს და რუსეთში წაიყვანეს.

1820

ტიპი: ნასამართლეობა

1820 წლის 4 მარტის ღამეს შეიპყრეს გელათის მიტროპოლიტი ეფთვიმე გენათელი.

1820

ტიპი: თანამდებობა

1820 წლის 1-ელ აპრილს მიტროპოლიტმა დავით წერეთელმა მაკარ ჯაფარიძე ბერ-დიაკვნად აკურთხა.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელის სახანო დაიპყრო.

1820

ტიპი: ღონისძიება

1820 წლის 12 ივლისს გენერალ-მაიორ ვალერიან გრიგოლის ძე მადათოვმა სურხაი-ხან ყაზიყუმელი დაამარცხა.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს აფხაზეთის მთავრის, საფარ-ბეის სიკვდილის შემდგომ, ოსმალეთის სულთნისა და ასლან-ბეის მიერ შეგულიანებულ აფხაზებს აჯანყება მოუწყვიათ.

1821

ტიპი: გარდაცვალება

აფხაზეთის მთავარი საფარ-ბეი 1821 წელს გარდაიცვალა.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აფხაზეთის სამთავრო დიმიტრი შარვაშიძეს ერგო.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს ატამანმა ვლასოვმა შავიზღვისპირეთში შემოჭრილი ყუბანს გაღმელები დაამარცხა.

1821

ტიპი: ღონისძიება

1821 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვმა აჯანყება ჩაახშო აფხაზეთში.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821 წელს სიმონ გაფრინდაშვილი შუქრუთის წმ. მარინეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-63 წლებში იოსებ ჩადუნელი სოფ. გედსამანიის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-68 წლებში იესე დავითის ძე კიკნაველიძე სოფ. კიკნაველეთის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

1821

ტიპი: თანამდებობა

1821-39 წლებში იესე იოანეს ძე ბაქრაძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.