საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81763

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ნათაევმა, ილია და პლატონ შიუკოვებმა ომში დაჭრილებისთვის ალექსანდრე შიუკოვს 9 მანეთი და 1 აბაზი გადასცეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ნათაევი მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, პლატონ შიუკოვი მღვდელი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 31 მაისის „დროების“ ცნობით, ილია შიუკოვი მღვდელი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის ივნისში ილია ჭავჭავაძემ და დიმიტრი ყიფიანმა დიმიტრი ყაზბეგს შესთავაზეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გამხდარიყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის ივნისის დასაწყისში გამოიცა იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, რომელშიც შეტანილი იყო ილია ჭავჭავაძის ლექსი „გაზაფხული“.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, გორში ჟურულის სახლი ქირავდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევის სამმოქმედებიანი კომედია „მული, რძალი და მაშენიკები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის ივნისში სოსიკო ორბელიანი ალაზნის ჯარების სარდალი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის პირველ ივნისს შეიკრიბა კომიტეტი „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა, შეუძლებელთ მოსწავლეთა შემწეობისათვის“, სადაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე მამაცოვმა წაიკითხა თავმჯდომარის, გიორგი ერისთავის განცხადება გადადგომის შესახებ.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, ყალამქაროვი ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 1-ელი ივნისის „დროების“ ცნობით, მანველოვი ვაჭარი იყო.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ პავლე მჭედლიშვილის ნათარგმნი მოთხრობა „ლონდონის მაწანწალები“, დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 3 ივნისის „დროების“ ცნობით, თ. ლორთქიფანიძე ქუთაისის ქვეითთა დრუჟინის მეთაური იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 3 ივნისის „დროების“ ცნობით, თ. ლორქიფანიძე მაიორი იყო.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 3 ივნისის „დროების“, ცნობით ესტატე ვახვახოვი თბილისის ქვეითთა დრუჟინის წინამძღოლად დანიშნეს.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 3 ივნისის „დროების“, ცნობით დიმიტრი ვახვახოვი ქართველ ქვეითთა მე-2 დუჟნის უფროსად დანიშნეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 3 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატია „საქართველო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 4 ივნისს სიღნაღის მაზრის მოსახლეობასა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გასარკვევადაც იასე ჭავჭავაძე გაემგზავრა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის მოთხრობა „პალტო“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელი პეტერბურგის უნივერსიტეტში ქართულ ენის პროფესორად მუშაობდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ცაგარელმა სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულად თარგმნა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივნისის „დროებაში“ აკაკი წერეთლის სტატიის „საქართველო“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 ივნისს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად და უსათაუროდ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც იწყებოდა ფრაზით: „პირველ თიბათვეს ბერლინში შეიყარა კონგრესი ...“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში გიორგი ერისთავის კომედიები „ძალათ ექიმი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინეს.