რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი მზარდობით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი აპრილის „დროების“ ცნობით, დათა ლოლაძე და ოქრუა გავაშელიშვილი სოფ. ღვანკითში ეკლესიის მშენებლობის საკითხების გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 1-ელი აპრილის „დროების“ ცნობით, საზაფხულო თეატრში დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილ დრამას „ვენეციელ ვაჭარს“ წარმოადგენდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გიორგი იოსელიანის წიგნი „იმერლები თბილისში“ ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, გორის თვითმმართველობის გამგეობის სხდომაზე ქალაქის სამმართველოსთვის გასავლის შემცირების შესახებ ი. ელიმირზოვის წინადადებას განიხილავდნენ.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, კონდუქტორი გიორგი გორდეზიანი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აპრილის „დროებაში“ კავკასიის არმიის მთავრსარდლის თანაშემწის დიმიტრი სვიატოპოლკ-მირსკის განკარგულების შესახებ სტატია დაიბეჭდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 6 აპრილის „დროების“ ცნობით, ვასილ აბაშიძის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ცოლი თუ გინდათ, ეს არის“ თბილისში, ვართანოვის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 7 აპრილს ზედა შავრას იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ რამაზის ძე ველიაშვილი გარდაიცვალა.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 7 აპრილს თხმორის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ რამაზის ძე ველიაშვილი გარდაიცვალა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ნაწარმოები „ბატონისშვილი“ 6 შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, კომაროვი 39-ე დივიზიის უფროსად დანიშნეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ციხისძირიდან და ბათუმიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსალაპარაკებლად ოზურგეთიდან გენერალი აკლობჟიო ბათუმში დერვიშ-ფაშასთან ჩავიდა.

