რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 3 სექტემბრიდან აკაკი გვახარია სახალხო სკოლების დირექციის განკარგულებით დაინიშნა ოქროსქედის დაწყებით სკოლაში მასწავლებლად.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 2 მარტიდან აკაკი გვახარია ბათუმის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით ქობულეთის ნორმალური სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 2 ოქტომბერს აკაკი გვახარია დაინიშნა ქობულეთის ორშტატიან სასწავლებელში.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 31 დეკემბერს აკაკი გვახარიას შეეძინა გოგონა, რომელსაც ვალენტინა დაარქვა.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ნოემბრამდე აკაკი გვახარია მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან აკაკი გვახარია ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ეკატერინე გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში გადამწერად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ეკატერინე გველესიანმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის შესაფერისი სამსახური მიეცათ სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სამაზრო ადმინისტრაციამ მიიღო ზომები ტყიბულის რაიონში ძარცვა-გლეჯის აღმოსაფხვრელად. ყაჩაღებს ხელმძღვანელობდნენ სირბილაძე და ნანიკაშვილი. ადმინისტრაციამ რამდენიმე ყაჩაღი დაიჭირა, ერთი მეთაური მოკლა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გამგეობამ შეიძინა სტამბა, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. სტამბის გამგედ მიიწვიეს თ. ბოლქვაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართება სამინისტროს საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილავენ მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის, ენფიანჯიანცის თუთუნის ფაბრიკის ძირითადი თანხის გაზრდის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერობათა კავშირის კომიტეტმა ევროპაში მყოფ ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე კანდელაკს საზღვარგარეთ თამბაქოს გაყიდვისგან აღებული ვალუტით ერობისთვის სხვადასხვა საქონლის შესყიდვა სთხოვა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ს. სარათში (ქუთაისის მაზრა) სროლის დროს მოკლეს ცნობილი ყაჩაღი სირბილაძე, რომელიც ოკრიბის რაიონს შიშის ზარს სცემდა.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის 18 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ ცნობით, სოფელ ხეთის (ზუგდიდის მაზრა) მცხოვრები კოსტა შელიამ განაცხადა, რომ ტოვებდა კომუნისტურ პარტიას, რომლის წევრად ადრეც ითვლებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ გასულ კვირას ტ. ა. ბეკზადიანმა საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი ინახულა. მათ ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ალექსანდრე ლომთათიძე, ივანე გომართელის, ი. ლორთქიფანიძის და გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი სამხედრო უწყების, საავადმყოფოების, ქალაქისა და ერობის თვითმართველობისთვის გადაცემის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე გრიგოლ გიორგაძის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რესპუბლიკის მუშა-მოსამსახურეთათვის ხელფასის მომატების შესახებ. მომატება იწყება 100 პროცენტიდან და მთავრდება 50 პროცენტით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე აირჩიეს საპენსიო წესდების კომისია შემდეგი შემადგენლობით: ზაქარია გურული, ელეონორა მახვილაძე, ილია ფირცხალაიშვილი, ო. სოლოღაშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, ტერ-სტეპანიანცი, იესე ბარათაშვილი, იოანე გობეჩია, ალექსანდრე ასათიანი. ტექნიკურ კომისიაში აირჩიეს: გრიგოლ გიორგაძე, პავლე საყვარელიძე, მიხეილ კოვალიოვი, მელიტონ რუსია, შალვა ქარუმიძე, თევდორე ღლონტი, ი. ლორთქიფანიძე და სპირიდონ კედია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობის“ ცნობით, საექიმო-სანიტარული განყოფილების გამგე ექიმი სიმონ აბაშიძე სამსახურიდან დაითხოვეს (ოზურგეთი).
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 აგვისტოს „ერთობა“ წერს, რომ ერობამ ოზურგეთის ცენტრალური საერობო საავადმყოფოს გამგედ დანიშნა ექიმი ავთანდილ პორფირეს ძე ინგოროყვა, ქირურგიული განყოფილების ორდინატორად – ი. უჯმაჯურიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
დამფუძნებელი კრების 1920 წლის 16 აგვისტოს სხდომაზე მელიტონ რუსიას მოხსენებით მიიღეს დეკრეტი, გორის გასაშენებლად თავისუფალი კერძო მიწის ჩამორთმევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
აკაკი გველესიანმა დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ 1918 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში მასთან მივიდა სვირის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი გიორგი ჯუღელი სვირის საზოგადოების სხვა პირებთან ერთად და სთხოვა მიეღო სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილი, ვინაიდან გამგე ალექსანდრე ჭურაძე ადგილს ტოვებდა.