რეგისტრირებული ფაქტები81880
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს აბასთუმნის თეატრში გაიხსნა ახალციხის მაზრის მცხოვრებთა ყრილობა, რომელსაც დაესწრნენ ისიდორე რამიშვილი, მაზრის კომისარი მაღლაკელიძე და ტყის კომისარი ლ. რუხაძე. საქართველოს საბჭოს სახელით კრებას მიესალმნენ ალექსანდრე აბაშელი და ისიდორე რამიშვილი. განიხილეს ახალციხეში მაჰმადიანთა ჯარის შედგენის უფლების, იარაღისა და სამხედრო ქონების, ასევე მაზრის საქმეთა მოწესრიგების საკითხები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 თებერვალს გაიმართა თიანეთის საზოგადოების კრება ფრონტიდან დაბრუნებულ ჯარისკაცთა მეთაურობით. მოხსენება გააკეთეს მაზრის კომისარმა ლაცაბიძემ და სახ. მილიციის ინსტრუქტორმა წივწივაძემ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის „ერთობაში“ დაბეჭდილ ქუთაისის ევროპული ტანსაცმელების მკერ. პროფკავშირის თავმჯდომარის ავქსენტი შავგულიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ სანებლიძის სამკერვალო ქარხნის მუშამ, გრიგოლ მანდარის ძე შახრიანცმა ქარხნიდან 15 ათასი მან. ღირებულების მუშტართა შეკვეთები და სესხის სახით გამორთმეული ფული გაიტაცა. მოუწოდებს თბილისის მკერავთა კომიტეტს, თუ სადმე გამოჩნდეს, დააპატიმრონ.
1961
ტიპი: ღონისძიება
1961 წლის 21 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძე სიკვდილმისჯილი ნაცნობისთვის განაჩენის შესამსუბუქებლად მოსკოვში ჩავიდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 30 სექტემბრიდან ქართული ენის მასწავლებელი მიხეილ გიორგაძე, თანახმად მისი თხოვნისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 13 ივლისის განათლების მინისტრის N500 ბრძანებით პოლკოვნიკ სტრელეცკისა და პოდპორუჩიკ კლიმოვსკის კერძო საშუალო სასწავლებელის გახსნის უფლება მისცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 ივლისს განათლების მინისტრის N 1359 ბრძანებით, ლუბა ქრისტეფორეს ასულ ტურინოვს თბილისში ქალთა კერძო გიმნაზიის გახსნის უფლება მიეცა.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ როგორც ქართული ენის მასწავლებელი ყველაზე მეტად განიცდიდა ცხოვრების სიმძმეს, სიტლანქესა და ყოველგვარ უფერულობას, რადგან მხოლოდ ქართული ენის მასწავლებელი იყო მოკლებული ყველა იმ პრივილეგიებსა და უპირატესობებს, რომლებითაც სარგებლობდნენ დანარჩენი მასწავლებლები. ამ ყველაფერს კი ემატებოდა დაცინვა, აბუჩად აგდება, არაფრად ჩაგდება, რომლითაც უმასპინძლდებოდნენ ქართული ენის მასწავლებელს მთავრობა მთელი თავისი შემადგენლობით, მოწაფეთა მშობლების უმრავლესობა და თვით მოწაფეთა მცირე ნაწილიც. ძალზედ ძნელი იყო ქართული ენის მასწავლებლისთვის ამ აუტანელ პირობებსა და სულიერი ტანჯვის პირობებში მუშაობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ივლისს ევგენია პავლეს ასულ ბერლინ-ვესტფალისას ნება დართეს, გაეხსნა კერძო სასწავლებელი რუსულ ენაზე მას შემდეგ, რაც თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიაში დაიხურა რუსული ჯგუფი და ის გათავისუფლდა სამსახურიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბერს ალექსანდრა დივანოვმა მიიღო თანხმობა თუმანოვის ქუჩაზე ფლეიტის შემსწავლელი კერძო კურსების გახსნის შესახებ. სწავლის გადასახადი იქნებოდა თვეში 15 მანეთი.
1918
ტიპი: ავტორობა
მიხეილ გიორგაძე თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს წერს, რომ მხოლოდ ბრწყინვალე მომავლის იმედი აძლევდა ამ მძიმე ტვირთის ტარების ძალას, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს მოესწრო: „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის“, მაგრამ თითქმის 30 წლის მანძილზე ამ მძიმე უღლის ტარებამ ზემოაღნიშნულ პირობებში ძალზედ დაღალა და აღარ შეეძლო მუშაობის გაგრძელება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს გიორგი გიორგობიანი შევიდა ბაქოში შექმნილ მენშევიკურ „დრუჟინაში“, რომელიც ლეკებმა ტყვედ ჩაიგდეს. ოსმალოს შტაბმა ყველა ქართველი დააბრუნა სამშობლოში, ხოლო მისი ოჯახი დარჩა ბაქოში, ამიტომ მან დახმარების თხოვნით მიმართა საქართველოს განათლების სამინისტროს.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა უმაღლეს და საშუალო სკოლების მთავარგამგის წინაშე მიხეილ გიორგაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ თვით მ. გიორგაძის თხოვნის საფუძველზე.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორის განცხადებით, ისეთი პედაგოგის დაკარგვა, როგორიც მიხეილ გიორგაძე იყო დიდ დანაკლისს წარმოადგენდა გიმნაზიისთვის და მიუხედავად მისი თხოვნისა, მ. გიორგაძე დაღლილობის გამო არ თანხმდებოდა სამსახურის გაგრძელებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა III გიმანზიის დირექტორი სამინისტროს სთხოვს მიხეილ გიორგაძისთვის გიმნაზიის სპეციალური თანხიდან 300 მანეთის დახმარების სახით გამოწერის ნებართვას.
1918
ტიპი: ღონისძიება
განათლების სამინისტრომ ნება დართო თბილისის ვაჟთა III გიმნაზიის დირექტორს, რომ მიხეილ გიორგაძისთვის დახმარების სახით გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გამოეწერათ 300 მანეთი.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 13 ივნისს გორის მაზრის სოფელ მეტეხის მცხოვრები კორნელი დიმიტრის ძე პატარქალიშვილი სთხოვს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, რომ ჩარიცხოს მისდამი დაქვემდებერებული გიმნაზიის მესამე კლასში.
1894
ტიპი: თანამდებობა
ეფემია გიორგიევას, ქალთა საოსტატო სემინარიის მასწავლებელს, ნამსახური წლები 1894 წლის პირველი სექტემბრიდან 1918 წლის პირველ ივლისამდე სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა.
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ეფემია გრიგოლის ასული გიორგიევი დაიბადა 1872 წლის 29 იანვარს. ის იყო მართლმადიდებელი.