საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81890

1894

ტიპი: თანამდებობა

1894 წლის პირველიდან 1898 წლის პირველ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი თბილისის საეპარქიო სასწავლებელში მსახურობდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის პირველი სექტემბრიდან 1902 წლის პირველ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი თიანეთის ორკლასიან სამრევლო სასწავლებელში მუშაობდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელი სექტემბრიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ეფემია გიორგიევი ყაზბეგის სახელობის სკოლაში მსახურობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ლ ივლისამდე ეფემია გიორგიევი „განათლების“ საზოგადოების ქალთა საოსტატო სემინარიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის I ივლისიდან ეფემია გიორგიევი მსახურობდა თამარ მეფის სახელობის ქალთა საოსტატო სემინარიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

ეფემია გიორგიევს აქვს გამოცხადებული მადლობა საეპარქიო სასწავლებლის კეთილსინდისიერი სამსახურისთვის.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ვერა სიმონის ასული ქარაბაკი, შალვა ბიჭიკოს ძე ქარაბაკის ქვრივი, მცხოვრები ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში, განათლების მინისტრს უგზავნის თხოვნას, 2000 მანეთის ოდენობის ერთჯერადი დახმარების შესახებ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ოზურგეთის მაზრის სოფ. სურების მცხოვრები სიმონ ივანეს ძე ბარამიძე, რომელსაც დამთავრებული ჰქონდა ბათუმის გიმნაზიის 4 კლასი, განათლების მინისტრს სთხოვს, მისცეს უფლება გამოცდების ჩაბარებისა შინა მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად.

1916

ტიპი: განათლება

1916 წელს ამბერკი ივანეს ძე გიორგიძემ ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: ავტორობა

ამბერკი გიორგიძე განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს სთხოვს საზღვარგარეთ გაგზავნას უმაღლესი განათლების მისაღებად სხვა სტუდენტებთან ერთად, რათა დაბრუნების შემდეგ, როგორც აღნიშნავს, იქ შეძენილი სათანადო ცოდნით შეძლოს სამშობლოს საკეთილდღეოდ მუშაობა

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამბერკი გიორგიძემ ქართული უნივერსიტეტი მიატოვა და მოკლევადიან სამეურნეო კურსებზე შევიდა, რომ სწავლა მალე დაემთავრებინა და მეურნეობისთვის მოეკიდა ხელი, ფული ეშოვა და რამდენიმე წლის შედეგ სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამბერკი გიორგიძე პეტროგრადის ელექტროინსტიტუტში ინჟინერიას სწავლობდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ოქტომბერში ვარდენ ჩხაიძემ თხოვნით მიმართა განათლების სამინისტროს, რომ გადასახლების წლები ჩათვლოდა სტაჟად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს მიქელ-გაბრიელის საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ყ. ჩხაიძე ხელს აწერს განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც სთხოვს მას, რომ გაითვალისწინოს ვარდენ ჩხაიძის პოლიტიკური დევნილობა და გადასახლების წლები ჩაუთვალონ ნამსახურებ სტაჟად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ამბერკი გიორგიძემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საგზაო ან სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად მისთვის რეკომენდაციის გაწევა დამფუძნებელი კურსების თავმჯდომარეს, ალექსანდრე ლომთათიძეს შეეძლო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამბერკი გიორგიძეს ჰქონდა მოწმობა, რომლის მიხედვითაც ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტად ირიცხებოდა. მოწმობას ხელს აწერდნენ ივანე ჯავახიშვილი (გამგეობის წევრი) და ვლადიმერ გეგეჭკორი (მდივან-მწიგნობარი).

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ამბერკი ივანეს ძე გიორგიძის საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.

1903

ტიპი: ნასამართლეობა

1903 წლის 21 ივლისის ქუთაისის საოლქო სასამართლოს პროკურორის დოკუმენტში, რომელსაც წერენ ინსპექტორის სახელზე, სახელმწიფო დანაშაულში ამხილეს და ციმბირში გადაასახლეს 10 წლის ვადით – გურგენ გურგენიძე; 8 წლის ვადით – მიზარბეგ გაბრიჩიძე, მერაბ დობორჯგინიძე, პავლე ხომერიკი, ბესარიონ მითაიშვილი, ბებურა ხომერიკი, სოლომონ ხომერიკი, ირაკლი ცენტერაძე, მიხეილ მჟავია, სტეფანე გურგენიძე, სამსონ ხომერიკი; 6 წლის ვადით – არჩილ გურგენიძე, ირაკლი მიმინოშვილი, სამსონ ცენტერაძე, ალექსანდრე ხომერიკი, ნოე ზოიძე, იოსებ ზოიძე, მეტიფო გაბეჩავა, გიორგი კადეიშვილი; 3 წლის ვადით – ანანია დოლიძე.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძემ მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. მას ჰქონდა II ხარისხის დიპლომი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 სექტემბერს თბილისის 1-ლი კომერციული სასწავლებლის დირექტორმა აარონ სარქისოვმა საკომერციო სასწავლებელთა მთავარგამგეს მისწერა, რომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი ინსპექტორი გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე მისდამი რწმუნებულ სასწავლებელში ისტორიის მასწავლებლად დაემტკიცებინა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის პირველი სექტემბრიდან გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძე თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობა“ წერს, რომ თელავის მაზრის კომისარმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა ამიერკავკასიის კომისარიატსა და ეროვნულ საბჭოს შეატყობინა სოფლად ჩასულ ჯარისკაცთა ცუდი საქციელის შესახებ, რითაც მცხოვრებთ აწუხებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „გერმანე ჯორბენაძეს“.