რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 სექტემბრის „ვოლნი გორეცმა“ დენიკინელებთან ბრძოლაში დაღუპული 20 წლის ჩეჩენი ასლანბეკ შერიფოვი იმამ შამილის დიდი საქმის გამგრძელებლად მოიხსენია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 მაისს ფოთის ნავსადგურზე დაიწყო სილისგან გამწმენდი სამუშაო, რომელსაც ასრულებდა კერძო ამხანაგობა ინჟინერ ტოლმაჩოვის მეთაურობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გაუქმდა აკაკი ხოშტარიაზე გაცემული კონცესია მდინარე რიონის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სახელმწიფო თეატრის კომისარმა ალექსანდრე წუწუნავამ ნ. ხოლიფი პეტროგრადში გაგზავნა ლ. სიბინოვის, ლ. სიბირიაკოვის, ნ. ვოლევიჩისა და ვ. მეტცალის თბილისში მოსაწვევად.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს თამარ ზაქარიას ასულმა აფაქიძემ, რომელმაც დაამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის რვა კლასი და შეეძლო საქმის წარმოება ქართულ ენაზე, განათლების მინისტრს სამსახური სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ივლისში მამია ყარამანის ძე ანთელავამ, თამარ გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვმა, სალომე ავალიშვილმა, სოფიო ილიას ასულმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ (განათლება – თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი), თამარ პაატას ასულმა ბებურიშვილმა ( განათლება – თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის რვა კლასი) განათლების მინისტრს დასაქმების თხოვნით მიმართეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის ივლისსა და აგვისტოში განათლების მინისტრს სამინისტროს კანცელარიაში დასაქმების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: ნინო ბეჟანიშვილმა, თამარ ალექსანდრეს ასულმა ბილიხოძემ, გიორგი ლუკას ძე ბაქრაძემ, რომელიც მუშაობდა მეფისნაცვლის კანცელარიაში, თამარ იასონის ასულმა ბერძენიშვილმა, რომელიც იყო უნივერსიტეტის სტუდენტი, თამარა ნესტორის ასულმა გრიგოლიამ, რომელსაც განათლება მიღებული ჰქონდა ქალთა გიმნაზიის კურსებზე.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 22 აგვისტოს დიმიტრი ნიკოლოზის ძე გედევანიშვილმა, რომელმაც 1915 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია და სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, განათლების მინისტრს სამსახური სთხოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 16 ივლისის განათლების მინსტრის სახელზე დაწერილ წერილში ნინო რომანოზის ასულმა გულბანმა, რომელმაც დაამთავრა ქუთაისის გაბრიელის სახელობის გიმნაზია და გაჭირვების გამო დატოვა ლეჩხუმი, სამინისტროს კანცელარიაში ადგილი ითხოვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის აგვისტოს თვეში განათლების მინისტრს კანცელარიაში მუშაობის დაწყების თხოვნით მიმართეს შემდეგმა მოქალაქეებმა: პროკოფი მინას ძე გოცირიძემ, ნატალია ნიკოლოზის ასულმა იაკობსონმა, მარიამ ბესარიონის ასულმა კაკაბაძემ, ნინო ნესტორის ასულმა კალანდაძემ, ლუარსაბ ანდრიას ძე კარბელაშვილმა, ესტატე ივანეს ძე გრიგოლავამ, ქართული უნივერსიტეტის სტუდენტმა, სევერიანე სამსონის ძე კეკელიძემ, სემინარიის კურსდამთავრებულმა და მინადორა კუჭუხიძემ, თბილისის ქალთა უმაღლესი კურსების მეორე კურსის სტუდენტმა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის ოქტომბერში სამხედრო სასამართლოს პროკურორმა დ. მირიანაშვილმა ბრალდების ოქმი შეადგინა გიორგი მაზნიაშვილის, არტემ ჯიჯიხიას, პ. ნაზარეიშვილის, ნ. მამულაშვილისა და მ. კანდელაკის სახელზე.