საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88290

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ქალაქის სასურსათო კომიტეტმა ნაძალადევში იპოვა შაქრის ყალბი ბარათები. მათ ბეჭდავდა ელიოზოვი, რომელსაც აღმოაჩნდა ლითოგრაფიული ქვა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 11 მარტის „ერთობის“ ცნობით, თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს საეჭვო პირებად მიჩნეული პოდპორუჩიკი ლარიონოვი და ნიკოლოზ კანკავა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ თავდაცვის შტაბის განკარგულებით შეიპყრეს ნიკ. კარაპეტოვი, რომელსაც ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობა ბრალდებოდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 10 მარტს, დილის 6 საათზე,სად. სადახლოში მოკლეს რკინიგზის მოსამსახურე აკაკი ჭელიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ ცხინვალში დახოცილთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დ. მეჩონგურის ლექსი „მოვალეობის მსხვერპლნი“ (სანდრო გიორგი... ) დაიბეჭდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 28 მარტის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, 29 მარტს ქართული კლუბის დარბაზში ქართველ მსახიობთა დასს ეფემია მესხის მონაწილეობით უნდა წარმოედგინა ალექსანდრე სუმბათაშვილის ისტორიული დრამა „ღალატი“.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 24 მარტის ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე სოციალ-დემოკრატმა ივანე ლორთქიფანიძემ გამოაცხადა, რომ ბოლშევიკებისა და მუსულმანების შეტაკების დროს ბაქოში ვერაგულად მოკლეს სეიმის წევრი, სოციალ-რევოლუციონერი ლ. ათაბეგიანი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 28 მარტის „ერთობაში“ დაბეჭდილ პოდპორუჩიკ დომენტი დ. შარაშიძის წერილში „თავდაცვა გარეშე მტრისაგან“ ნათქვამია, რომ იგი 1905 წლიდან სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მუშაობდა, იყო მასწავლებელი გურიაში და თავიდანვე ბოლშევიკების ჯგუფს ეკუთვნოდა; 1915 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. მაგრამ დღეს იდეური ბრძოლა აღარ არის და მოუწოდებს, შექმნან ერთიანი სოციალ-დემოკრატიული პარტია თავისუფლების შესანარჩუნებლად, დაიცვან საზღვრები ოსმალეთისგან.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის კონსერვატორიის კოლეგიამ მუსიკალურ-პედაგოგიურ ასპარეზზე 25 წლის მოღვაწეობისთვის პროფესორის ხარისხი უბოძა კონსერვატორიის ინსპექტორს, ზაქარია ფალიაშვილს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 8 აპრილის სხდომაზე მთავრობამ დაადგინა, ინჟინერი ბესარიონ ალექსის ძე ჭიჭინაძე დაინიშნოს მიწათმოქმედების, გზათა და შრომის სამინისტროს გზათა დეპარტამენტის დირექტორად.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 15 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ სოფელ უხუთში მოკლეს ყაჩაღ-ავაზაკთა მეთაური მიხა ჯიქია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 13 აპრილს ბეჭდვითი საქმის მუშათა პროფესიული კავშირის წევრთა კრებაზე ხელახალ არჩევნებზე აირჩიეს შემდეგი პირები: ნაკაიძე, რეინვალდი, გოგუაძე, დობორჯგინიძე, ხარაზიანი, კაიტაჯიანი, მაკინაჯიანცი, ელიაძე, გეორგიშვილი, ჭელიძე, ტოროტაძე, ღლონტი, ჯაში, ვადაჭკორია, ივანოვი; კანდიდატებად: წულაძე, ილატოვსკი, კილაძე, თამაზაშვილი, ბერგმანი. გამარჯვება ისევ ძველ გამგეობას დარჩა.

1921

ტიპი: ავტორობა

მაქსიმე ბერძნიშვილმა შეადგინა სტატისტიკური მონაცემები „ქართული წიგნი 1921-1930 წლებში“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის „ერთობაში“ შრომის მინისტრის მოადგილის გ. ერაძის პროფესულ კავშირთა ყრილობაზე წაიკითხული მოხსენება დაიბეჭდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილს გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა ექიმ ი. ლომოურის წერილი „საექიმო-სასანიტარო საქმის მდგომარეობა ჩვენში“.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17 აპრილის გაზეთ „ერთობაში“ დაიბეჭდა კომისიის დასკვნა „მუშათა შორის“ (სამხედრო სტამბაში მომუშავე ჯარისკაცების წერილის გამო). კომისიამ სტამბის გამგის, პოლკოვნიკ ჩაპოძის მიმართ ჯარისკაცთა ბრალდებები განიხილა. კომისია შედგა შემდეგი წევრებისგან: პოლკოვნიკი ოქუაშვილი, შრომის სამინისტროს წარმომადგენელი ს. ფანცხავა, ჯარისკაცების წარმომადგენელი ი. ხომერიკი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 17 აპრილის „ერთობა“ იუწყება, რომ ხონის რაიონის მომრიგებელ მსაჯულად სამაზრო ერობამ კ. ქუთათელაძე აირჩია.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 8 აპრილს თბილისის საგანგებო სასამართლომ განიხილა მეცხრე კომისარიატის ყოფილი თანაშემწის, გ. ჭკუასელის, ამავე უბნის მილიციონერების – ი. ჯანელიძის და ნ. კიკნაველიძის საქმე. მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დამტკიცდა, როგორც კერძო ინტერესებისა და ინტრიგის ნიადაგზე აღმოცენებულად და სასამართლომ ისინი უდანაშაულოდ ცნო.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 17ვაპრილის „ერთობაში“ დაიბეჭდა შალვა ჩოჩიას სტატია „სახელმწიფო მმართველობის გამარტივებისათვის“ვ (მთავრობის საყურადღებოდ).

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 5 აგვისტოს გაზეთ „ერთობის“ მიხედვით, თბილისში ჩამოვიდა ირანის მეჯლისის დელეგაცია მემედ-ბეგ იბრაჰიმის ძე აბაშიძის თავმჯდომარეობით. მათ აჭარის ადმინისტრაციული აპარატის მოსაწყობად ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკებების გამართვა სურდათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში ბოლშევიკების თათბირს დაესწრნენ ჩირდილელიანთკარიდან გიგო ხულელიძე და სანდრო გუჯარაძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6-7 ივნისს ყოფილ მუხრანის ვენახში გამართულ თათბირზე დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე წევრი აღრიცხვაზე აიყვანეს. მათ შორის იყვნენ: ფილიპე მახარაძე, კოტე ცინცაძე, ხანოიანი, მიხეილ ცხაკაია, თედო შუშიაშვილი.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვზე აიყვანა. მაზრის პარტორგანიზაციის ცენტრის შემადგენელობაში თომა ჩუბინიძე, მიხა პაპუნაშვილი, ვიქტორ ცინცაძე და გიორგი ლაფანაშვილი იყვნენ.

1918

ტიპი: სტატუსი

1918 წლის 6-7 ივნისს მდინარე ნარეკვავის მარცხნივ, ყოფილ მუხრანის ვენახში ჩატარებულ სხდომაზე თათბირმა დუშეთის მაზრაში არსებული ბოლშევიკური ორგანიზაციის ყველა აქტიური და დამხმარე ამხანაგი აღრიცხვაზე აიყვანა. ამ სიაში დროებითი მომუშავეები დათიკო ხუბულური და ბუხაშვილიც იყვნენ.