რეგისტრირებული ფაქტები88290
სორტირება თარიღი მზარდობით
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის 25 მარტს სოფ. ბობოთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელი პეტრე მახარას (ხოსიას) ძე მხეიძე გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების 1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოების პრიორიტეტი იყო: დაწყებით სასწავლებელში სწავლის ქართულ ენაზე წარმართვა, არსებული სკოლების დახმარება და ახლების გახსნა, სახალხო სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება, სახელმძღვანელოებისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის გამოცემა, ახალი პედაგოგების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთაგან და პედაგოგიური კურსების გამართვა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ხელის მოწერა თბილისში მიიღებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში და ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 12 ივლისს კონსტანტინე მამაცაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას მოახსენა, რა რაოდენობის წიგნები და სასკოლო ინვენტარი იყო საჭირო რუისის ახალგახსნილი სკოლისთვის.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 14 აპრილს ილია ჭავჭავაძის ხელმძღვანელობით შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების პროექტი დაამტკიცეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 23 აპრილს ილია ჭავჭავაძეს ცენზურამ ნება მისცა „გლახის ნაამბობი“ ცალკე წიგნად გამოეცა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებას, რომელზეც ბანკის წლიური ანგარიში განიხილეს.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე მეორედ აირჩიეს ბანკის მმართველად.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 30 აპრილს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ კოლეგებს ქართული თეატრისთვის 3000 მანეთის გამოყოფა შესთავაზა. სხდომამ ილიას წინადადება მიიღო.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ კულტურის სფეროს მოღვაწეები 18 მაისს ქართული თეატრალური საზოგადოების დამფუძნებელ კრებაზე დასასწრებად მიიპატიჟა.
1879
ტიპი: გარდაცვალება
1879 წლის მაისში სოფ. ზედა ზეგნის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იოვანე მახარობელას ძე დოგრაშვილი გარდაიცვალა.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 2 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საერთო კრებას, რომელზეც სათავადაზნაურო სკოლის დაარსების საკითხი განიხილეს.
1879
ტიპი: ღონისძიება
1879 წლის 5 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებას დაესწრო. სხდომის დადგენილებით სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად 13 500 მანეთი, ხოლო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დასახმარებლად 11 000 მანეთი გამოიყო.
1879
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-3 პარაგრაფის თანახმად, საზოგადოება ხსნიდა და ეხმარებოდა ისეთ სკოლებს, რომლებშიც სასწავლო პროცესი ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

