რეგისტრირებული ფაქტები80982
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ბათუმში გენერალმა მილნიმ დაამტკიცა ინგლისის საველე სასამართლოს განაჩენი, რომლის ძალითაც მკვლელობაში ბრალდებულ მიქელაიშვილსა და ჯინჭარაძეს მიესაჯათ სიკვდილით დასჯა. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა გენერალი ალექსანდრე ჟღენტი, წევრებად დანიშნეს დავით ქარცივაძე, გ. ბახტაძე და სხვ., ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარედ კი – ყიფშიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სასტუმრო „ორიენტში“ საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის საზღვაო ძალების ამირბარ ფერდინანდ ჟან-ჟაკ დე ბონის პატივსაცემად გამართულ ბანკეტს დაესწრნენ დე ბონი, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, ნოე გიორგის ძე ხომერიკი, კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკი და სხვა თანამდებობის პირები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს დათვალიერეს ბრმათა სკოლა, რომელსაც ერისთავის მეუღლე განაგებდა. სკოლაში 26 ბავშვი და 11 ზრდასრული ირიცხებოდა. უსინათლოები კითხულობდნენ, წერდნენ, უკრავდნენ როიალზე და აკეთებდნენ სხვადასხვა ნივთს. მათი ნაკეთობების გასაყიდად ფართის მოძებნა იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 დეკემბერს ნინა კოშიცის მესამე გასტროლის დროს სახელმწიფო თეატრში ოპერა „დემონი“ უნდა წარმოედგინათ რუსულად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი თავისი შტაბით სომხეთში გაემგზავრა.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის დეკემბერში ოზურგეთში, შეიარაღებული წინააღმდეგობის მიუხედავად, მილიციამ ყაჩაღი ეფრემ გიორგაძე შეიპყრო.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის მთავარ შტაბს ხაშურიდან აუწყეს, რომ 14 დეკემბერს იქ მოკლეს ცნობილი ყაჩაღი პეტრე სამხარაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში სახალხო გვარდიის დღესასწაულის გამო ნოე ჟორდანიამ, სახალხო გვარდიამ და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმმა სხვადახვა კუთხიდან და ორგანიზაციებიდან მიიღეს მისალოცი დეპეშები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორი ზ. ნანეიშვილი საზღვარგარეთ გაგზავნის გამო თანამდებობიდან გადადგა .
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 18 დეკემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიცე- დირექტორმა, ზ. ნანეიშვილმა თანამშრომლებს გამოსათხოვარი სიტყვით მიმართა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში გვარდიელებს მიჰყავდათ ტუსაღები: ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი, ი. ჩილიკაძე და გრ. ტერ-სარქისოვი. მათ გაქცევა სცადეს და გვარდიელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის დეკემბერში გაქცევის მცდელობისას გვარდიელებმა დახოცეს ნ. ოგანეზოვი, ა. ალიხანიანცი და ი. ჩილიკაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის დეკემბერში დაჭრილი ტუსაღი გრ. ტერ-სარქისოვი გაქცევის მცდელობის დროს შეიპყრეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 დეკემბერს საქართველოს პრესბიურომ პარიზიდან მიიღო ჟურნალი "L'image" („სახე“), რომლის ყდაზე იყო ინფორმაცია საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, ნოე ჟორდანიას, მინისტრების, თამარ მეფის, ერეკლე მეორის, შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვ. სურათები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოში ფოთის კონკის ვაგონში კონდუქტორმა კალენიკე მამალაძემ იპოვა ტყავის საფულე საბუთებით და გაზეთში გამოაცხადა, რომ პატრონს კიოსკისთვის მიეკითხა.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის აგვისტოში ბიხოვში პოლიციამ დააპატიმრა ფულის გამყალბებლები, მათ შორის ჯიბლაძე და კომისარიატის ყოფილი პოლიციელი. მათ 115151 მანეთის ყალბი ბონები ჰქონდათ დამზადებული.