საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82201

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს იოანე ქრისტეფორეს ძე შავლაძე ქუთაისის საკათედრო ტაძრის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკოლოზ გრიგოლის ძე ხუციევი (ხუციშვილი) ქუთაისის წმ. პეტრე-პავლეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შაქრო საფაროვის თაოსნობით თბილისში ჩამოყალიბდა სცენის მოყვარეთა წრე, რომელიც წარმოდგენებს კერძო სახლებში მართავდა და მაყურებელიც ბევრი ჰყავდა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს შაქრო საფაროვის თაოსნობით თბილისში ჩამოყალიბებული სცენის მოყვარეთა წრე მალე დაიშალა.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს თბილისში ჩამოყალიბებული სცენისმოყვარეთა წრის წევრები იყვნენ: მაშო ჯაჯანაშვილი, შაქრო საფაროვი, გიგო გელიკურაშვილი, სანდრო თამაზიშვილი, სანდრო გოცირიძე, კოლა გალუსტოვი, ოლიკო წითლიევი, იაგორა ანდრიანოვი, ბესო ფავლენიშვილი და სხვ.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-1900 წლებში ბესარიონ (აბაკუმ) იესეს ძე კანდელაკი ქორეისუბნის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-83 წლებში ბესარიონ ანტონის ძე კელენჯერიძე შროშის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს მისწერა და „დროებაში“ თავისი წერილის გამოქვეყნება სთხოვა.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს მხატვარი მიხაი ზიჩი სასტუმრო „ლონდონში“ ცხოვრობდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წელს ვასილ კირვალიძემ ივანე მაჩაბელს აზნაურ კონსტანტინე ჯაფარიძის სახელით „დროებაში“ დასაბეჭდად პირველი წერილი გაუგზავნა. ეს წერილი არ დაბეჭდილა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ივანე მაჩაბელი ვასილ კირვალიძეს შემთხვევით შეხვდა სასტუმრო „ლონდონში“, პირველი წერილის დაბეჭდვას შეჰპირდა და სთხოვა, შემდეგში რეალური ამბები მიეწოდებინა მოსამსახურეთა ცხოვრებიდან.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-90 წლებში ბესარიონ ნიკიფორეს ძე გველესიანი ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: მფლობელობა

1881 წელს ლეკონტი სასტუმრო „ლონდონის“ მეპატრონე იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს რაჟდენ ჯაჯანაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგი იყო.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ლადო აღნიაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ლადო აღნიაშვილმა გორის საოსტატო სემინარია დაამთავრა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილი სათავადაზნაურო სკოლის პედაგოგად დაინიშნა.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ალექსანდრე მირიანაშვილმა თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881-91 წლებში გიორგი ბესარიონის ძე დალაქიშვილი ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ივანე ტიხეევი საქართველოში ჩამოვიდა სახელმწიფო მამულების სამინისტროს ხელში გადაცემის საკითხის მოსაწესრიგებლად.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1881 წელს ლუარსაბ ხელაძე სოფ. ძულუხიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილმა თეატრში მუშაობა გადაწყვიტა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს დიმიტრი ხოშტარია ქუთაისის გიმნაზიის პანსიონში მიიღეს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად მიიწვიეს.

1881

ტიპი: განათლება

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა კიევის აკადემია დაამთავრა და საქართველოში დაბრუნდა.