საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82144

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, შეთანხმდნენ, რომ დაებეჭდათ და სახალხო სკოლების ბიბლიოთეკებისთვის წიგნების მოხმარების წესები გაეგზავნათ.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიხეილ ზედგინიძის მიერ შედგენილ ქართული წერის დედანი არ მოიწონეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილს პროგიმნაზიული კლასის გახსნასთან დაკავშირებით სასწავლო ოლქის მზრუნველთან გასაგზავნი წერილის შედგენა დაავალეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ჩატარებული გამოცდების შესახებ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის წერილობითი ინფორმაცია განიხილეს.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 23 ივნისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ქუთაისის ბანკის მდგომარეობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 30 ივნისს გაზეთ „შრომაში“ დავით კეზელის სტატია „ვერა ხედავთ ბატ. ილია ჭავჭავაძეს?“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ წერილი გაუგზავნა ოლღა გურამიშვილს და აცნობა, რომ მის მიერ გამოწერილი სამკალი მანქანა უკვე გამოგზავნილი იყო და იმედოვნებდა, რომ ჯონ პიტსი მემანქანესაც გამოუგზავნიდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძემ ოლღა გურამიშვილს წერილობით სთხოვა, რომ სახლში არსებული სახელოვანი ადამიანების პორტრეტები მსახური ბიჭის ხელით მისთვის გაეგზავნა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 2 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „მავნებელი დედააზრები“ დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 ივლისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სასამართლო პალატაში გამოცხადდა, სადაც ბ. სერჟპუტოვსკის საჩივრის საფუძველზე განიხილებოდა მისი, როგორც „დროების“ ყოფილი, და სერგეი მესხის, როგორც მოქმედი რედაქტორის, ასევე ამავე გაზეთში გამოქვეყნებული კორესპონდენციის ავტორის, ივანე აბაშიძის საქმე. განხილვა გადაიდო.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 14 ივლისის გაზეთ „შრომაში“ ბოსლეველის ფსევდონიმით დაიბეჭდა ესტატე მჭედლიძის წერილი „იმედი“ და მისი კრიტიკოს-პუბლიცისტები“, რომელშიც ავტორი სტეფანე ჭრელაშვილს ქართულ ლიტერატურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ილია ჭავჭავაძის როლზე ეკამათებოდა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის „ისტორიული სურათები“ ქალის როლის შესახებ საქართველოს ისტორიაში.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა სილოვან ხუნდაძის (იბეჭდებოდა სილოვანის ფსევდონიმით) ლექსი „არაგვს“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ დაიბეჭდა რაფიელ ერისთავის შემდეგი ლექსები: „ჩანჩქერი“, „მოუმკალი ყანა“ და „დედაბრის მოთქმა“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 7-8; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა გიორგი ზდანოვიჩის (იბეჭდებოდა გ. მაიაშვილის ფსევდონიმით) წერილი „საზოგადო მოღვაწეთა მიმართ“, რომელშიც ავტორი საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერებს მოუწოდებდა, რომ „საზოგადოებრივი მოძრაობის დროს პირველად ხალხის ეკონომიკური ინტერესები უნდა ვიქონიოთ სახეში და მერე სხვა ინტერესებიც, რომელთაც ხალხი უთანაგრძნობს – პოლიტიკური და ნაციონალურიც“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 22 ივლისის გაზეთ „დროებაში“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ერთი საისტორიო საგანი“.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 24 ივლისს ოდესიდან ფოთში გაგზავნეს ილია ჭავჭავაძის მიერ შეკვეთილი სამკალი მანქანა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 25 ივლისის გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით თბილისის სათავადაზანურო ბანკის 1882 წლის 1-ელი ივლისისთვის არსებული ბალანსი დაიბეჭდა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი თავის სკოლის მასწავლებელ ტიმოთე ხმალაძეს გაჰყვა თბილისში.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის აგვისტოში ვასილ კოპტონაშვილი შევიდა ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, სადაც მეორე კლასში მიიღეს.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 6 სექტემბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ თბილისის კომერციულ ბანკს შეტანილ თანხაზე ქვითრის გამოწერის მოთხოვნით მიმართა.

1882

ტიპი: ღონისძიება

1882 წლის 17 აგვისტოს აკაკი წერეთლის პატივსაცემად თელავში ნადიმი გაიმართა.

1882

ტიპი: ავტორობა

1882 წლის 19 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ილია ჭავჭავაძის სტატია „შენიშვნა“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად დაიბეჭდა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: იორდანე მეგრელიშვილი, სიმონა მეგრელიშვილი, ვასილ კაკაბაძე, მიხაკო შევარდენიძე, ალფეზი ღლონტი, დიმიტრი ხარჩილავა, ფილიმონ ჟვანია, გიორგი ქავჟარაძე და ა. საულიდი.

1882

ტიპი: განათლება

1882 წლის 1-ლ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრეცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში სწავლობდნენ: კოსტა მიმინოშვილი, ანდრია გრიგოლავა, დავით საბაშვილი, ალექსანდრე საბაშვილი, ვლადიმერ მითაიშვილი, სტეფანე კაკაბაძე, სამსონ მაქანდაროვი, იოსებ შევარდენიძე და ნიკო ქაჯაია.