რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ღონისძიება
1889-1893 წლებში, ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, იაკობ ფანცხავა განაგრძობდა რეპეტიტორობას.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ თითქმის სრულად გადაიკითხა ბიბლიოთეკიდან რუსული და ევროპული ლიტერატურა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ წაიკითხა აკაკი წერეთლის ლექსების კრებული.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1889 წლებში ქუთაისში მოღვაწეობდა ქართველ არტისტთა ჯგუფი, რომელსაც კოტე მესხი ხელმძღვანელობდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, გიმნაზიის ხელმძღვანელობა იაკობ ფანცხავას დაუბრკოლებლივ აძლევდა თეატრალურ წარმოდგენებზე დასწრების ნებართვას.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა ახალი სასწავლო წლისათვის ხონის სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა გადაწყვიტა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილმა მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორ ნიკოლოზ ლიხაჩოვს მის დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად გაგზავნა სთხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში, ვასილ კოპტონაშვილი და მისი მეგობრები უმორჩილესად სთხოვდნენ სემინარიის დირექტორ სტრელეცკის, პირველი გამოცდის წარუმატებლად დაწერის მიუხედავად, დაეშვა ისინი გამოცდებზე, მაგრამ მან უარი უთხრა მოზარდებს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილს სურდა, ერთი წლით ემუშავა მასწავლებლად და აღებული ხელფასით კვლავ ეცადა სამასწავლებლო სემინარიაში შესვლა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს, თბილისის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ვასილ კოპტონაშვილს სურდა, სოფლის სკოლის მასწავლებელი გამხდარიყო.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს მთის ხალხში დაარსებული სკოლების ინსპექტორმა, ნიკოლოზ ლიხაჩოვმა, ვაჟა-ფშაველა ტოლათსოფლის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წელს ტოლათსოფლის მღვდელი ვაჟა-ფშაველას უღმერთობასა და სამღვდელოების მასხრად აგდებას აბრალებდა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883-1889 წლებში ვასილ კოპტონაშვილი იყო სკოლის მასწავლებელი თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წელს ვასილ კოპტონაშვილის მისვლამდე, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში სკოლის მასწავლებლის თანამდებობაზე ერთ წელზე მეტ ხანს ვერავინ ჩერდებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილი ხშირად კითხულობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებსა და ქართველ მწერალთა ნაწარმოებებს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, თიანეთის მაზრის სოფელ ტოლათსოფელში მასწავლებლობის პერიოდში, ვასილ კოპტონაშვილს განსაკუთრებით აინტერესებდა ბელეტრისტული თხზულებები.
1883
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1883 წელს ხონის სემინარიის დირექტორმა, 65 წლის სერგეი სტრელეცკიმ, 14 წლის თავადიშვილი შეირთო ცოლად.