რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების სასარგებლოდ ბაქოში გამართული ქართული საღამოს საორგანიზაციო კომიტეტის წერილი, რომელშიც წევრები ითხოვდნენ 26 მარტს საზოგადოებისთვის გამოგზავნილი თანხიდან (2 795 მან. 40 კაპ.) ბაქოს ქართულ-რუსული წიგნსაცავის გამგის, თავად ივანე ასლანის ძე ვაჩნაძისთვის გაეგზავნათ 795 მანეთი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სენაკის სკოლის მასწავლებლის, პოლიკარპე ლორთქიფანიძის თხოვნა ამავე სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წელს თბილისის პირველი ბიბლიოთეკის თავმჯდომარე იყო ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა, ახალციხის – კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, უდეს – მიხეილ მერაბიშვილი, თბილისის მესამე ბიბლიოთეკის – მარიამ ივანეს ასული დემურია.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ჯანაშვილმა წინარეხის სკოლას 37 მანეთი გადასცა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წარადგინეს ანგარიში მიხეილ ჯანაშვილისთვის წინარეხის სკოლის სარემონტო თანხის, 40 მანეთის გადაცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაშვილის განცხადება სალიტერატურო კრებულის გამოცემის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს შაქრო შავიშვილის თხოვნა ჯამაგირის მომატებასთან დაკავშირებით.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პართენ გოთუას წინადადება საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სამზრუნველოდან წარდგენილი მოხსენება დომენტი ოყროშიძის ძველი სენაკის სკოლის ინსპექტორად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით ოყროშიძე ამ თანამდებობის დროებით შემსრულებლად აირჩიეს. განჩინებას ხელი მოაწერა თავმჯდომარის ამხანაგმა ნიკო ცხვედაძემ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 16 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გაეცნენ თეირანში მცხოვრებ იასონ მენაბდის მოხსენებას საქართველოდან ჩასული ორი საპატიო სტუმრის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, ივანე რატიშვილის მოხსენება 1898 წლის 22 ოქტომბერს წინარეხის სკოლის კურთხევის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიხეილ თამარაშვილისთვის რომში 5 მანეთის ღირებულების საზოგადოების გამოცემების გაგზავნა გადაწყვიტეს.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გაბრიელ ეპისკოპოსის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების თაობაზე. საზოგადოების გამგეობამ მას უსახსრობის გამო უარი უთხრა.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ვასილ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილი მუშაობდა გორის სამეურნეო ამხანაგობის დეპოს მმართველად.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გადაწყვიტეს, რომში მყოფი მიხეილ თამარაშვილისთვის მის ხელთ არსებული ისტორიული საბუთების გამოგზავნა ეთხოვათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს პეტრე სურგულაძის მიმართვა, გამგეობა დახმარებოდა ქართველ მასწავლებელთა საზოგადოებას, რომელიც რუსეთის მასწავლებელთა კავშირის კრებაზე წარმომადგენელს გზავნიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ვასილ ედიშერის ძე ბაგრატიონ-დავითაშვილის თხოვნით დაადგინა, რომ გორის სამეურნეო ამხანაგობისთვის გაეხსნათ 100 მანეთის კრედიტი წიგნების საყიდლად.