რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი მზარდობით
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). წლის განმავლობაში 800 გვერდამდე 12 წიგნი გამოიცემოდა. წიგისთვის სურათები პეტერბურგში დაიბეჭდებოდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). ჟურნალში ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, მოგზაურობა, ეპიზოდური მოთხრობები ისტორიიდან, ამბები გეოგრაფიიდან და ბუნების მეცნიერებიდან, ანდაზები, გამოცანები, არითმეტიკული ამოცანები, რებუსები, სიმღერები და ნოტები დაიბეჭდებოდა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ა. ღულაძე). ჟურნალი გამოიცემოდა ყოველთვიურად, პედაგოგიური ნაწილის დამატებით. დამატებაში მშობელთა და აღმზრდელთათვის ყმაწვილთა აღზრდისა და სწავლის შეასახებ სტატიები, პედაგოგიური თხზულებების კრიტიკული და ბიბლიოგრაფიული პუბლიკაციები დაიბეჭდებოდა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10) დაიბეჭდა განცხადება საყმაწვილო საკითხავი სურათებიანი ჟურნალის „ნობათის“ გამოცემის თაობაზე (რედაქტორ-გამომცემელი ანდრია ღულაძე). ჟურნალს მონაწილეობას შეჰპირდნენ აკაკი წერეთელი, რაფიელ ერისთავი, გიორგი წერეთელი, ნიკოლოზ დადიანი, იოსებ ბაქრაძე, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა: თათარყან დადეშქელიანის წერილი „მოკლე განხილვა საქართველოს მხედრობისა – 1089-1222 წლები“, რომელშიც მიმოხილული იყო დავით აღაშენებლის მიერ მუდმივმოქმედი ლაშქრის ჩამოყალიბების ამბავი. (ლაშქარში ირიცხებოდა 15000 ყივჩაღი, 500 ალანი, 100 ფრანგი და 5000 ქართველი.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოს რუსეთიდან გზათა და სახელმწიფო ქონების მინისტრები სტუმრობდნენ. ქართველმა თავადაზნაურობამ სტუმრად მყოფ გზათა მინისტრს თბილისი-კახეთის მიმართულებით რკინიგზის გაყვანა სთხოვა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) რუბრიკაში „შინაური მიმოხილვა“ დაიბეჭდა ინფორმაცია, რომ ზაფხულში, საქართველოში რუსეთიდან სტუმრად მყოფ სახელმწიფო ქონების მინისტრს ქართველმა თავადაზნაურობამ სამეურნეო სკოლების დაარსება, კერძო მესაკუთრეების ტყეების დაცვა, არყის ბაჟის გადასახადისა და სახელმწიფოს მხრიდან მამულების გამიჯვნის მოწესრიგება სთხოვა.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, საოსტატო სემინარიის შეგირდს სტიპენდიის დანიშვნაზე უარი უთხრეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, მიხეილ ყიფიანს დედანთან შესაბამისობის შესამოწმებლად თარგმნილი სახელმძღვანელოების ხელნაწერები გადასცეს.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, დაადგინეს, რომ გაზეთ „კავკაზის“ რედაქციისთვის მეჯლისის გამართვის თაობაზე განცხადების განსათავსებლად თანხა გაეგზავნათ.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 5 ნოემბერს ხვანჭკარის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი იოანეს ძე სურგულაძე (სურღულაძე) გარდაიცვალა.
1883
ტიპი: გარდაცვალება
1883 წლის 11 ნოემბერს უხუთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი ლაზარეს ძე გაბუნია გარდაიცვალა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა დიდი თონეთის სკოლა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1883
ტიპი: თანამდებობა
1883 წლის 28 ნოემბერს დაარსდა თონეთის სკოლა და ამ დროიდან იქ ასწავლიდა ბესარიონ ჭილაძე.
1883
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1883 წლის 28 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ნიკოლაძეს პეტერბურგში წერილთან ერთად „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენების“ და „კაცია – ადამიანის?!“ გამოცემები გაუგზავნა.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N4; რედაქტორები: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი) დაიბეჭდა: ალექსანდრე ყაზბეგის „წამება ქეთევან დედოფლისა“ (ისტორიული დრამა ხუთ მოქმედებად, იბეჭდებოდა მოჩხუბარიძის ფსევდონიმით), ლორენცო ბენონის „წერილები“ (გაგრძელება, თარგმნა ელენე მამულაშვილმა), რაფიელ ერისთავის „სათიბი“ და „ბერუას ჩაფიქრება“.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა წერილი „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“, რომელშიც ვკითხულობთ, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სასულიერო სემინარიაში გრამატიკას, რიტორიკას, ფილოსოფიას და ღვთისმეტყველებას ასწავლიდნენ.
1883
ტიპი: ავტორობა
1883 წლის ჟურნალში „ივერია“ (N10; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) დაბეჭდილ წერილში „რუსული სკოლის დასაწყისი ჩვენში“ ნათქვამია, რომ 1800 წელს, როდესაც საქართველო რუსეთს შეუერთდა, ანტონ კათალიკოსი გენერალ კნორინგს სწერდა, რომ სამრევლო სკოლებსა და მონასტრებში ყმაწვილებს სემინარიაში შესასვლელად ამზადებდნენ.