რეგისტრირებული ფაქტები92955
სორტირება თარიღი მზარდობით
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლიდან ბრილში ნიკოლოზ დიასამიძეს დაქირავებული ჰყავდა ჩეჩნების 150-კაციანი რაზმი, რომელიც გლეხებს აწიოკებდა, მოსვენებას არ აძლევდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 7 იანვარს ნიკოლოზ თომაშვილის საბენეფისოდ, გრიგოლ არწრუნის თეატრში წარმოადგინეს მისი პიესა „მაჭანკალი“.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე წინარეხის სკოლაში მიიწვიეს სპექტაკლზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“, რომელშიც კაკოს როლს ამ სკოლის მოსწავლე მიხეილ ქეშელაშვილი ასრულებდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძე წინარეხის სკოლაში მიიწვიეს სპექტაკლზე „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, რომელშიც კაკოს როლს ამ სკოლის მოსწავლე მიხეილ ქეშელაშვილი ასრულებდა.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 11 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ძველი სენაკის სკოლის პედაგოგმა სტეფანე სანებლიძემ მთავარ გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. 46 მოსწავლიდან (ვაჟი – 40, ქალი – 6) თოთხმეტს მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, „ბუნების კარი“ და „დავითიანი“ ასაკინძად სტამბას გადაეცა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, ახალგორის სკოლისთვის ავეჯის გადაცემის საკითხი დადებითად გადაწყდა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, ბიბლიოთეკებისთვის ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსების, ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობისა“ და რაფიელ ერისთავის თხზულებათა გაგზავნის თაობაზე იმსჯელეს.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე, რომელსაც ილია ჭავჭავაძე თავმჯდომარეობდა, თონეთისა და წინარეხის სკოლების გახსნის შესახებ სახალხო სკოლების დირექციიდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია განიხილეს.
1882
ტიპი: თანამდებობა
1882 წლის 12 იანვარს ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად ივანე მაჩაბელი დაინიშნა.
1882
ტიპი: ღონისძიება
1882 წლის 12 იანვარს კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსმა თანხმობა განუცხადა საცენზურო კომიტეტს ილია ჭავჭავაძის მოთხოვნის შესაბამისად, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად სერგეი მესხის ნაცვლად ივანე მაჩაბელი დაენიშნათ.
1882
ტიპი: ავტორობა
1882 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ლესიჭინის (ზუგდიდის რაიონი) სკოლის მასწავლებელმა სოფრომ ბერულავამ მთავარ გამგეობას სახელმძღვანელოებითა და სასწავლო ნივთებით დახმარება სთხოვა. სკოლის 34 მოსწავლიდან (ვაჟი – 33, ქალი –1) უმეტესობას მათი შეძენა არ შეეძლო.
1882
ტიპი: გარდაცვალება
1882 წლის 18 იანვარს სოფ. კურსების წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ელისე ვასილის ძე იაშვილი გარდაიცვალა.

