საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის სამზრუნველოს განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე მასწავლებლად გარდავაძე უნდა დარჩენილიყო, შემდეგ კი განიხილავდნენ გელაზანიას მოწვევის საკითხს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება საზოგადოების პერიოდული გამოცემის შესახებ.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა წრის წარმომადგენლების – ნინო ყიფიანის, ელისაბედ ორბელიანის, ნინო ჯორჯაძის – განცხადება, რომ გამგეობას დაედგინა ქალთა წრის დამოკიდებულება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისის სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თონეთის სკოლისთვის საჭირო ნივთების შესაძენად 2.58 მანეთი გამოყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ლაზარევს ქაღალდის ვალი (6.70 მანეთი) გადაუხადეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმის განყოფილებიდან გამოგზავნილი განცხადება ბარნაბა გელაზანიას მასწავლებლად წარდგენის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ ნიკოლაძის თხოვნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის 300 მანეთის გადადების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, გამგეობას მიეღო გადაწყვეტილება სტამბის იუბილესთან დაკავშირებით. გამგეობის დადგენილებით, ამ საკითხზე სამუშაოდ შემდეგ სხდომაზე საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭო უნდა მოეწვიათ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს მელიტონ გობეჩიას თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტრე ზუბალაშვილის მიერ ჟენევაში გაგზავნილი თანხის ნაწილით. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა – იაკობ გოგებაშვილმა, ალექსანდრე ჭყონიამ, ივანე რატიშვილმა და სხვებმა – ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნის საფუძველზე სვანეთის საკვირაო სკოლებში დასარიგებლად საკანცელარიო ნივთები და 160 „დედა ენა“ გაგზავნეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გამართულ 23 სხდომას ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრო 14-ჯერ, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა – 13-ჯერ, ვახტანგ მუსხელაშვილი და კონსტანტინე ჯაფარიძე – 4-4-ჯერ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა კი – 9-ჯერ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სულ დახარჯა 5023 მანეთი და 89 კაპიკი. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე და ვახტანგ დიმიტრის ძე თულაშვილი საპატიო წევრებად აირჩია.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ კონსტანტინე ჯაფარიძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და იესე (იოსებ, ოსიკო) ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 15 მაისიდან 1882 წლის 15 მაისამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლისთვის 1336 მანეთი და 58 კაპიკი დახარჯა. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1896

ტიპი: ორგანიზაცია

1896 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ საპატიო წევრებად აირჩია ალექსანდრე ეპისკოპოსი და აკაკი წერეთელი.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლ დეკემბერს მამა დავითის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად ნინო გრიგოლის ასული ბარათაშვილი დანიშნეს.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1905 წელს კალენდრების ხარჯი 605 მანეთი იყო. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ნოემბერს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. გამგეობამ ცვლილებები დაადასტურა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელთუბნის სკოლის ყოფილი პედაგოგის, თედო რაზიკაშვილის თხოვნა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ კლდიაშვილის თხოვნა აბაშის ბიბლიოთეკისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სვანეთის სამრევლო სკოლების მეთვალყურის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.