საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1830 წელს, კავკასიის ტერიტორიაზე ქოლერის ეპიდემიის გავრცელების დროს საქართველოში იმყოფებოდნენ სენატორები: ევგრაფი ილიას ძე მეჩნიკოვი და პავლე ივანეს ძე ქუთაისოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენისათვის გაუგზავნია ფლიგელ-ადიუტანტი ლაჩინოვი, რომელიც უნდა დახმარებოდა გუბერნატორს ქოლერის ეპიდემიის აღმოფხვრაში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს ასტრახანში მყოფი სენატორ ლავროვისათვის გაუგზავნია ფლიგელ-ადიუტანტი კოკოშკინი, რომელიც უნდა დახმარებოდა სენატორს ქოლერის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დაუვალებია ასტრახანში მყოფი სენატორ ლავროვისათვის, ემოქმედა მისი უფლებამოსილების შესაბამისად ქოლერის ეპიდემიის აღმოსაფხვრელად.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს საქართველოში მყოფი სენატორებისთვის, მეჩნიკოვისა და ქუთაისოვისთვის დაუვალებია, ყველანაირად დახმარებოდნენ ადგილობრივ მთავრობას ქოლერის წინაამღდეგ ბრძოლაში

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. მინისტრის რჩევით უნდა შექმნილიყო ცენტრალური კომისია, რომლის ხელმძღვანელიც იქნებოდა გენერალი ან სენატორი. კომისიის ხელმძღვანელი უნდა დაკავშირებოდა საქართველოს მთავარმართებელ ივანე პასკევიჩს, ორენბურგის სამხედრო გუბერნატორ სუხტელენსა და სენატორ ლავროვს. მათ ერთობლივი ძალით უნდა აღმოეფხვრათ ქოლერა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე ქოლერის ეპიდემიამ 238 ადამიანი იმსხვერპლა თბილისში.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, ელიზავეტპოლის ოლქიდან ეპიდემია მტკვრის დინების მიმართულებით გავრცელებულა და 1830 წლის 27 ივლისს თბილისის მიდამოებამდე მოუღწევია.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს ქოლერა რუსეთის იმპერიაში შემოსულა სპარსული ქალაქებიდან: რეთა, ზინზილახი და თავრიზი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 4 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დასაბეჭდად ჩაუშვიათ ცენზურის მიერ დამტკიცებული ქართული გრამატიკის წიგნი. წიგნი სამ ნაწილად შეუდგენია თბილისის გიმნაზიის მასწავლებელ სოლომონ ივანეს ძე დოდაშვილს (დადაევ-მაღარსკის).

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 9 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებულება, რომელიც გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრ ზაკრევსკის ანგარიშის შემდეგ. ზაკრევსკის ანგარიში ეხებოდა კავკასიის ოლქებში, ასტრახანის, სარატოვისა და ორენბურგის გუბერნიებსა და დონის მიწაზე გავრცელებულ ქოლერის ეპიდემიას. იმპერატორის ბრძანებულების თანახმად, ავადმყოფობის გავრცელების ტერიტორიაზე უნდა შეჩერებულიყო ოთხმოცდამეთხუთმეტე რეკრუტის ფორმირება იმ დრომდე, სანამ ეპიდემია საბოლოოდ არ აღმოიფხვრებოდა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის 1830 წლის 4 სექტემბრის უმაღლესი რესკრიპტი კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის აღმოსაფხვრელად მისაღები ზომების შესახებ.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 9 ოქტომბერს შროშის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი ესტატე გველესიანი გარდაიცვალა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ კოლეგიის მრჩეველი მარტინენკო იყო საქართველოს ექიმთა გაერთიანების მეანი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულებით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს მფლობელობაში გადაეცა ელისავეტპოლის ოლქში მდებარე მიწის ნაკვეთი აბრეშუმის, ბამბისა და სხვა სამეურნეო კულტურის მოსაყვანად.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებეთა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ შტაბს-კაპიტანი შანშიევი ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში მსახურობდა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი ქართული ბატალიონის მეთაური იყო.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებათა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ქართული ბატალიონის მეთაური, პოდპოლკოვნიკი ყანდაუროვი.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლეს ბრძანებულებეთა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შტაბს-კაპიტანი შანშიევი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულების მიხედვით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს, ნაცვლად ადრე შეპირებული მიწის ნაკვეთისა, გენერალ-ფერდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის შუამდგომლობით დაენიშნა ყოველწლიური პენსია 100 რუბლის ოდენობით.

1830

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ბელაქნის კომენდანტი მაიორი ბუჩქიევი წარმოშობით კახეთიდან ყოფილა (დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი).

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წელს ბელაქნის კომენდანტი იყო მაიორი დიმიტრი ივანეს ძე ბუჭყიაშვილი (ბუჩქიევი).

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წლის ზაფხულში დაღესტანში გამოჩენილა ვინმე შაბან-შეიხი, რომელსაც აუმხედრებია ადგილობრივები რუსების წინააღმდეგ. ბელაქნის კომენდანტ მაიორ ბუჩქიევს, რომელიც წარმოშობით კახეთიდან ყოფილა, ბელაქნის რედუტთან დაუმარცხებია ლეკების ჯარი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 16 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსი ავტორის ნარკვევი მისი ბელაქნისა და ჭარის ოლქებში მოგზაურობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1830 წელს ახალ ზაქათალადან 30 კმ-ში, ბელაქნის რედუტზე განლაგებული იყო საქართველოს მთავარმართებელ პასკევიჩ-ერევანსკის პოლკის ბატალიონი, რომელიც იქაურობას იცავდა აჯანყებული ლეკებისაგან.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 19 ოქტომბერს ზე­მო კრი­ხის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელ­ი ანდრია აგლაძე გარდაიცვალა.