საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ აკადემიკოს ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვს გამოუცია რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი. განცხადების მიხედვით, 1830 წლის 26 ოქტომბერს აკადემიკოს მოშკოვს გაზეთის რედაქციისთვის შეუტყობინებია, რომ ალბომის ეგზემპლიარები თბილისში გადაიგზავნებოდა დეკემბრის ბოლოსთვის.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 30 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისა და მისი თანამშრომლების სამადლობელო წერილი ი. შოსტენკოსადმი. შოსტენკოს მიუნიშნებია უზუსტობაზე, რომელიც გაზეთის ერთ-ერთ ადრეულ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში იყო დაშვებული. კერძოდ, სტატიაში რედუტ-კალე (დღევანდელი ყულევი) მოხსენიებული იყო იმერეთის ნავსადგურად. სინამდვილეში რედუტ-კალე სამეგრელოში მდებარეობდა.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. მასში ნათქვამია, რომ ექსტრა ფოსტის შეფერხებებით მუშაობისა და „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ გამოსვლის თარიღებს შორის დიდი შუალედების გამო გამომცემლებს გადაუწყვეტიათ, გამოეცათ დამატება, რომელშიც დაიბეჭდებოდა ბრძანებები, განკარგულებები და ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობები.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადების თანახმად, იმ ნომრიდან მოყოლებული გაზეთის ბიბლიოგრაფიულ განყოფილებაში დაიბეჭდებოდა გაზეთის ნომრები, რომლებიც ფოსტით გაიგზავნა სხვადასხვა ქალაქში და მათი გაგზავნის დრო, ასევე ცნობები რუსეთიდან გამოგზავნილი პერიოდული გამოცემების შესახებ.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის პირველი ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პავლე სტეფანეს ძე სანკოვსკის განცხადება. განცხადებაში გამომცემელი თხოვდა გაზეთის დამატების ხელისმომწერებს, უმალ მიემართათ საგამომცემლო კომიტეტისათვის დამატების დროულად ვერმიღების შემთხვევაში.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 8 ნოემბერს ჭე­ლი­ა­ღე­ლეს მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი მარკოზ კობახიძე გარდაიცვალა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 10 ნოემებრს რუსეთის სახაზინო ექსპედიციის წევრმა ქუთაისიდან თბილისში გააგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ქუთაისის საქალაქო ბაღი გაუშენებია იმერეთის ყოფილ მმართველ პეტრე გორჩაკოვს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის ოქტომბერში საქართველოდან ანდრეევსკის დაბაში სხვადასხვა საქონლით სავაჭროდ გაემგზავრა ადგილობრივი ებრაელი იზრაილოვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ იმ წლის ოქტომბერში საქართველოდან ანდრეევსკის დაბაში სხვადასხვა საქონლით სავაჭროდ გაემგზავრა თბილისის მოქალაქე სტეფანე ამიროვი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 15 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი" ირკვევა, რომ საქართველოში რუსეთის სახაზინო ექსპედიციის ხელმძღვანელ კალინოვსკის თავისი ხელქვეითებისთვის დაუვალებია საქართველოს ტერიტორიაზე თამბაქოს მოყვანა.

1830

ტიპი: გარდაცვალება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთი „ტიფლისსკიე ვედომოსტი“იტყობინება, რომ იმ წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა მთავარეპისკოპოსი დოსითეოზი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 ნოემბერს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის რუსეთის ტახტზე ასვლის დღის აღსანიშნავად, საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორმა ზავილეისკიმ გამართა ნადიმი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 20 ნოემბერს, იმპერატორ ნიკოლოზ I-ის რუსეთის ტახტზე ასვლის დღეს, სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა იონამ აღასრულა სამადლობელი ლოცვა და საუკუნო დღეგრძელობა უსურვა იმპერატორსა და მის ოჯახს.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 27 ნოემბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აკადემიკოსმა ვლადიმერ ივანეს ძე მოშკოვმა გამოსცა რუსეთ-სპარსეთის ომისადმი მიძღვნილი სურათების ალბომი, რომელიც კავკასიის მხარის ბევრმა მცხოვრებმა გამოიწერა.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 27 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I სამეფო ტახტზე ასულა 20 ნოემბერს.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1814 წლის 30 აგვისტოს გამოვიდა ბრძანებულება ოსეთის სასულიერო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიის თავმჯდომარედ არქიმანდრიტი დოსითეოზი აურჩევიათ.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ირკვევა, რომ მთავარეპისკოპოს დოსითეოზს, იმ პერიოდში, როცა იგი თელავისა და საქართველო-კავკასიის ეპარქიებს განაგებდა, რუსულიდან გადმოუქართულებია მილტონის „დაკარგული სამოთხე“, ხოლო შემდგომ წლებში – კიდევ არაერთი უცხოენოვანი ნაწარმოები.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველოს ეგზარქოს იონას დაუნიშნავს მთავარეპისკოპოს დოსითეოზის დაკრძალვის დღე – 1829 წლის 23 ნოემბერი.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველ იანვარს საქართველოს ეგზარქოს იონას მიერ თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ ლოცვას ესწრებოდნენ გენერალიტეტი, სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკები და თბილისის ნარჩევი საზოგადოება.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს ინფანტერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი უმაღლესი ბრძანებულებით დაინიშნა სამოქალაქო ნაწილისა და სასაზღვრო საქმეთა მთავარმართებლად საქართველოში, ასტრახანის გუბერნიასა და სომხეთისა და კავკასიის ოლქებში.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს ინფანტერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენი უმაღლესი ბრძანებულებით დაინიშნა ცალკეული კავკასიური კორპუსის ხელმძღვანელად.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831-1859 წლებში დავით გიორგის ძე კანდელაკი (კობახიძე) ნი­კორ­წმინ­დის წმ. ნი­კო­ლო­ზის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831-65 წლებში ვასილ ბუჭუას ძე აბულაძე სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831-61 წლებში იოვანე სვიმონის ძე ნიკურაძე სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი იყო.