საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს იოანე რევიშვილი სამტრედიის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის იანვარში ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი პეტრე თუთბერიძე გარდაიცვალა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს დავით ბერიძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1831

ტიპი: განათლება

1831 წელს დაბადებულმა ნიკიფორე კანდელაკმა საღვთო წერილი და გალობა გელათის მონასტერში შეისწავლა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი თბილისის მაზრის თავად-აზნაურთა თავმჯდომარე იყო.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში, განსვენებული გენერალ-მაიორის, ახვერდოვის სახლში, მისი შვილები მართავდნენ ლატარეას. ბილეთების მსურველთ უნდა მიემართათ თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლ ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანისთვის. ბილეთის ფასი იყო ათი რუბლი ასიგნაციებით.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვარს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე იქ დამსწრეთ ეუწყა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი ნება ამიერკავკასიაში სავაჭრო კომპანიის გახსნის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ წლის 3 იანვარს გამართულ ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის აქციონერობის მსურველთა კრებაზე კომპანიის მეურვეებად აურჩევიათ სამოქლაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი და პოლკოვნიკი კოშკარევი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვრის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ქრისტეშობაზე საქართველოს ეგზარქოსმა იონამ წმინდა ლიტურგიის შემდეგ აღასრულა ღვთის წინაშე სამადლობელი ლოცვა, სადაც ღმერთს მადლობა შეწირა ეკლესიისა და რუსეთის იმპერიის მფარველობისათვის.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 3 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა ერევანზე რუსების 1804 წლის ლაშქრობის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, საქართველოს მთავარსარდალ პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს რაზმში, რომლითაც იგი სპარსთა წინააღმდეგ დაიძრა, 4561 ჯარისკაცი ჰყოლია. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ მცირერიცხოვანი რაზმით თავდაცვა უფრო რთული იქნებოდა, სპარსთა მიერ რუსეთის სამფლობელოებში ფეხის შემოდგმა კი ბაბა-ხანისა და ალექსანდრე ბატონიშვილის მომხრეების შეგულიანებას გამოიწვევდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რუსთა ჯარების მთავარსარდალს გადაუწყვეტია თვითონ დასხმოდა თავს თავის მთავარ მოწინააღმდეგეს და მისი დამარცხებით სხვებისთვისაც გაექრო ამ ომში ჩაბმის სურვილი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 6 იანვარს, ნათლისღებაზე, საქართველოს ეგზარქოსმა, მიტროპოლიტმა იონამ სიონის ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის სანაპიროზე შეასრულა წყლის კურთხევის სადღესასწაულო წესი. მტკვრის „იორდანედ ქცევის“ ასეთივე რიტუალი შესრულებულა მდინარის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის სომხური ეკლესიის, ვანქის გასწვრივ, თუმც წესი შეუსრულებია არა სომეხ მთავარეპისკოპოს იოანეს, რომელიც შეუძლოდ ყოფილა, არამედ – ასტრახანის მთავარეპისკოპოს სერაფიმეს.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 7 იანვრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი განცხადებიდან ირკვევა, რომ თბილისში იყიდებოდა მაიორ შმატოვის კერძო ქვის სახლი მეზონინით, ეზოთი და დამხმარე სათავსოებით. სახლის ფასადი სამეფო მოედნისკენ გადიოდა. მსურველებს უნდა მიემართათ თვით მაიორი შმატოვისთვის.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ამიერკავკასიის ახლად გახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: ვ. ე. სტრემოუხოვი, გენერალ-მაიორი ვასილ იაკობის ძე რენენკამპფი, პოლკოვნიკი ლემანი.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ გენერალ-ლეიტენანტი გიორგი იესეს ძე ერისთავი რუსეთის სამთავრობო სენატის წევრი იყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ეგორ ფრანცის ძე კანკრინმა და საქართველოს მთავარმართებელმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკიმ იშუამდგომლეს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის წინაშე ამიერკავკასიაში სავაჭრო კომპანიის გახსნის თაობაზე.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის უმაღლესი განკარგულებით სახელმწიფო ხაზინას დაევალა აქციების შეძენა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიისა, რომელიც თბილისში უნდა გახსნილიყო.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობამ მოიწონა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი, რაც აუწყა კიდეც რუსეთის ფინანსთა მინისტრ ეგორ ფრანცის ძე კანკრინს.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრი იყო ეგორ ფრანცის ძე კანკრინი.

1831

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ეგორ ფრანცის ძე კანკრინმა მინისტრთა კაბინეტს წარუდგინა ამიერკავკასიის სავაჭრო კომპანიის პროექტი, რომელიც შეუდგენიათ პეტრე დემიანის ძე ზავილეისკისა და ალექსანდრე სერგის ძე გრიბოედოვს.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩ-ერევანსკი, თბილისის სამხედრო გუბერნატორი სტეფანე სტეფანეს ძე სტრეკალოვი, სამოქალაქო მრჩეველი პეტრე დემიანის ძე ზავილეისკი, გენერალ-მაიორი იასონ ივანეს ძე ჭავჭავაძე.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გვარდიის პორუჩიკი მამუკა თომას ძე ორბელიანი, პოლკოვნიკი შანშე იესეს ძე ერისთავი, სამოქალაქო მრჩეველი ფალავანდიშვილი, ფლიგელ-ადიუტანტი დავით ლევანის ძე დადიანი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.

1831

ტიპი: მფლობელობა

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: გენერალ-მაიორი აფხაზოვი, მაიორი რეიშერი, პოლკოვნიკი ტრიშილევიჩი.