რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება თარიღი მზარდობით
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ პ. სანკოვსკის შენიშვნა ი. შოპენისა და პროფესორ პაროტის პოლემიკის შესახებ ამ უკანასკნელის არარატის მთაზე ასვლასთან დაკავშირებით. სანკოვსკი ურჩევდა შოპენს, განათლებულ ადამიანსა და დიდი სარგებლის მომტან ჩინოვნიკს, ნაკლები ნდობით მოკიდებოდა ადგილობრივი მოსახლეობის მსჯელობას იმ საგნებზე, რომელთა შესახებ მათ არ გააჩნდათ საფუძვლიანი ცოდნა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი სტატიიდან ირკვევა, რომ 1829 წლის „ტიფლისსკიე ვედომოსტის“ ოცდამეცხრამეტე ნომერში ივანე ეგორის ძე პაროტს გამოუქვეყნებია ნარკვევი, სადაც აღუწერია თავისი მეორე აღმასვლა არარატის მთაზე და უხსენებია დაბა არგურის უხუცესი სტეფან მელიკო, ვინც ამ აღმასვლის მოწმე ყოფილა. სწორედ ამ კაცის, როგორც პაროტის ექსპედიციის წარუმატებლობის მთავარი მოწმის სიტყვებს ეყრდნობოდა ი. შოპენი თავის სტატიაში, სადაც უარყოფდა პაროტის მიერ არარატის დალაშქვრას.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი აპრილის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა პროფესორ ივანე ეგორის ძე პაროტის პასუხი უფრო ადრე იმავე გაზეთში გამოქვეყნებულ ი. შოპენის სტატიაზე, რომელშიც შოპენი უარყოფდა პაროტის არარატის მთაზე ასვლის ფაქტს. პაროტი წერდა, რომ მისი ექსპედიციის არარატზე ასვლის დროზე, მწვერვალის მდგომარეობასა და თვით პაროტის იქ ყოფნის შესახებ მას არაერთხელ მოუყოლია და არაერთი ცნობაც მიუწოდებია პერიოდული გამოცემებისათვის, ხოლო დაწვრილებით ამის შესახებ საუბარს იგი თავისი მოგზაურობის აღწერაში აპირებდა.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1931 წლის 25 აპრილს სერგო კლდიაშვილმა შალვა რადიანს მამის, დავით კლდიაშვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის 28 აპრილს ამიერკავკასიის მხარის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-ადიუტანტი ნიკიტა პეტრეს ძე პანკრატიევი.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 28 აპრილს გენერალ-ფელდმარშალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი პოლონეთს გაემგზავრა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ 1824 წელს პოლკოვნიკი მიხინი სოხუმის კომენდანტი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ დიმიტრი შარვაშიძე აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის შვილი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ თამარ დადიანი აფხაზეთის მთავარ მიხეილ შარვაშიძის დედა იყო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს აფხაზთა უშედეგო ამბოხების შემდეგ, მიხეილ შარვაშიძე ყველა აფხაზმა სცნო აფხაზეთის კანონიერ მმართველად.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ სამოქალაქო მრჩეველი კავალინსკი რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებული ყოფილა მეფე გიორგი XII-სთან.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, სადაც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. ანგარიშის მიხედვით, მეფე გიორგის ცხედარი მეორე დღესვე გადაუსვენებიათ სიონის საკათედრო ტაძარში, რადაგან მის საცხოვრებელში, რომელიც სულ ორი ოთახისგან შედგებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ცერემონიის ჩატარება.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ოსმალეთის სულთან მუსტაფა IV-ს ქელეშ-ბეის წინააღმდეგ აუმხედრებია მისი შვილი ასლან-ბეი, შეპირდა რა ამ უკანასკნელს სამთავროსა და მრავალ სხვა ჯილდოს.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, აფხაზეთის მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ძალაუფლება აფხაზებზე, განსაკუთრებით იმათზე, ვინც მუსულმანურ სარწმუნოებას მისდევდა, ნაკლებად ვრცელდებოდა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეის გაქცევის შემდეგ აფხაზეთის სამთავროს მმართველობა მისი უფროსი ძმის, საფარ-ბეის ხელში გადასულა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეისა და მის ოჯახს ქრისტიანობა მიუღიათ.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დიმიტრი შარვაშიძისთვის პოლკოვნიკის წოდება უბოძებია.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეი აფხაზეთის მთავარ ქელეშ-ბეის შვილი იყო.
1831
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეი აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უმცროსი ძმა იყო.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1831 წლის 7 მაისს, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს მიუღია შეტყობინება ვაჭარ ივანე ჩეტვერიკოვისაგან. ვაჭარი ამცნობდა, რომ მცირეოდენ ხანში შეგროვებული შემოწირულობებით, მას მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო ხატმწერთან შეუკვეთავს ხატები, ასევე შეუკვეთავს საეკლესიო ჭურჭელი, სახარება და სამოსელი სამღვდელოებისათვის.
1831
ტიპი: გარდაცვალება
1831 წლის 26 მაისს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სიმონ მოსეშვილი გარდაიცვალა.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველ ივლისს მთავარეპისკოპოსი ოვანესი დაინიშნა სომხეთის პატრიარქადა და კათოლიკოსად.