რეგისტრირებული ფაქტები82844
სორტირება თარიღი მზარდობით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძე თაღლითურად ვაჭრობდა, რის გამოც მომხმარებელმა კვალიაშვილმა უჩივლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, იტალიელი მხატვარი ფრანც რუბო გიგო გაბაშვილთან ერთად ყარსში იმყოფებოდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, გალუსტოვისას მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯავახოვის დედამ შვილის ჩამოხრჩობა მოითხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 ივლისის „დროების“ ცნობით, ა. ი. ჯანდიერის ღვინის სარდაფში კახური ღვინოები იყიდებოდა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წლის 2 ივლისს ალენიკოვი პეტერბურგში გამართულ კავკასიის რკინიგზის საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრად აირჩიეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, გენერალი ბაევი ირანში სავაჭროდ ხელსაყრელი ადგილების შესარჩევად გაგზავნეს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 4 ივლისის „დროების“ ცნობით, ალექსადრე დონდუკოვ-კორსაკოვი თბილისში დაბრუნდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, ბ. ფურერმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 106.20 მანეთი შესწირა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 ივლისის „დროების“ ცნობით, მოსე ნათაძემ ბ. ფურერს ფულადი შემოწირულობისთვის მადლობა გადაუხადა
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ეპისკოპოსმა გააუქმა მოთხოვნა იმერეთის ეპარქიის გამგებლობისგან გათავისუფლების და რუსეთის საეპარქიო კათედრაზე გადაყვანის შესახებ.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 7 ივლისის „დროების“ ცნობით, იოსებ ქავთარაძეს თაღლითურად ვაჭრობის გამო ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს.