რეგისტრირებული ფაქტები76253
სორტირება თარიღი მზარდობით
ტიპი: ღონისძიება
მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ თუ ქერჩში ჩასვლას კვლავ დააპირებდა, მისთვის წინასწარ ეცნობებინა. უორდროპმა წერეთელს თავისი მისამართი გაუგზავნა: ქერჩი, ბრიტანეთის საკონსულო.
ტიპი: ღონისძიება
მარჯორი უორდროპმა და მისმა ძმამ აკაკი წერეთელს მოუბოდიშეს, რომ ქერჩში ყოფნის დროს მისი ნახვა იმიტომ ვერ შეძლეს, რომ ინგლისში იყვნენ.
ტიპი: ღონისძიება
მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს მისწერა, რომ „კრებული“ მიიღო და სთხოვა, მე-11 წიგნი მისთვის ხელახლა გაეგზავნა.
0917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 დაიბეჭდა გოგუცა ბურჯანაძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას დაბა ცაგერში შეგროვებული ფული (36 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ბაბილო მარგიანისა, თამარ კურტანიძისა, ძიკნია მდივანისა და სხვები.
1018
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ზინაიდა მიხეილის ასულ იშხანოვას ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.
1018
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ივლისში გზათა სამინისტროს თანამშრომელ ოლგა ნიკოლაის ასულ ბლუმს ხელფასის სახით 300 რუბლი დაერიცხა.
1018
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 8 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ფოთში რევოლუციურმა ტრიბუნალმა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის ჯარისკაც ვლადიმერ წურქავას ორი თვით ციხე მიუსაჯა.
1556
ტიპი: თანამდებობა
1856 წელს სვიმონ დავითის ძე ვარდოსანიძე ფუთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1678
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1678 წელს რუსი მჭედლის, ნიკიტა დემიდოვის ვაჟი, აკინფი, დაიბადა. მან მამის საქმიანობა განაგრძო. მამა-შვილმა დემიდოვებმა დიდი წვლილი შეიტანეს რუსეთში მადნეულობის მრეწველობის განვითარებაში.
1762
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნიკორწმინდის საეპისკოპოსოს უკანასკნელი მღვდელმთავარი სოფრონ წულუკიძე 1762 წელს დაიბადა.
1766
ტიპი: თანამდებობა
1766 წელს სილვესტერ ღოღობერიძე ახლად დაარსებული საირმის მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.
1770
ტიპი: თანამდებობა
1770-1836 წლებში სვიმონ ხარაძე ფარცხნალის მაცხოვრის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1770
ტიპი: თანამდებობა
1770-1833 წლებში პეტრე კუპრაშვილი ცუცხვათის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1771
ტიპი: თანამდებობა
1771 წლის 19 აგვისტოს არქიმანდრიტი სილვესტერ ღოღობერიძე საირმის მონასტრის წინამძღვარი იყო.
1773
ტიპი: თანამდებობა
1773-1841 წლებში ბართლომე გოჩელაშვილი წყნორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.