საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82260

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება გამგეობის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ბორჯომში სეირნობის გამართვის შესახებ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე აღინიშნა, რომ 1906 წელს საზოგადოების წევრი იყო 1373, 1907 წელს – 420, 1908 წელს – 328, 1909 წელს – 842, 1910 წელს – 1163, 1911 წელს კი – 1511 კაცი. სხდომას თავმჯდომარეობდა სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა არისტოფანე რამინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მწერლების, ასევე ფრინველებისა და ცხოველების სურათების გაგზავნის თხოვნით მიმართა.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ თავმჯდომარედ განმეორებით აირჩია გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, რომელიც საზოგადოებას 1908 წლის 9 მარტიდან თავმჯდომარეობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად, მასწავლებელი გიორგი უთურაშვილი სამსახურიდან უნდა განთავისუფლებულიყო 1-ლ აგვისტოს. მას გამგეობისათვის გომარეთის სკოლის რემონტის ანგარიში უნდა წარედგინა, სკოლის ქონება კი მამასახლისისთვის ჩაებარებინა, რის შემდეგაც ჯამაგირს მიიღებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე ხუციშვილს საზოგადოების სასარგებლოდ ბორჯომში სეირნობის გამართვა სთხოვა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დროებით გამგეობის თავმჯდომარეობა დაეკისრა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ხმალაძის თხოვნა სოფ. მაჭარწყალში სკოლის დაარსების შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სახელდახელო ანგარიშზე 3744. 86 მანეთი ჰქონდა, შენახული თანხა – 9502. 92.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 5-დან 11 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 762. 94 მანეთი და დაიხარჯა – 523. 04.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოებამ სამეურნეო ბანკის ვალი – 2000 მანეთი გაისტუმრა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სტიპენდიების წესების გადასამოწმებლად კომისიის წევრებად ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კენჭისყრით გამგეობის წევრებად აირჩიეს: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, სევერიანე ნიკოლოზის ძე ჯაფარიძე, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი).

პირები
წყარო

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს წიგნების ანგარიშში 75 მანეთი გადაუხადა.

1908

ტიპი: განათლება

1908 წელს იაკობ ორჯონიკიძე ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ოლღა გიორგის ასული ხოფერია ხელმძღვანელობდა. საზოგადოების გამგეობაში იყვნენ: ანასტასია ივანეს ასული ჭკადუა, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ალექსის ძე ჯიჯიხია, დიომიდე პავლეს ძე მდინარაძე, მიხეილ პავლეს ძე თათარიშვილი და მღვდელი გიორგი ვასილის ძე გამზარდია. 1911 წელს საზოგადოებამ გამართა 14 სხდომა, გაირჩა 41 საქმე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების წევრების შემცირების, სამენოვანი (ქართულ-რუსულ-ფრანგული) ლექსიკონის გამოცემისა და საზოგადოების მიერ ილიასეული თბილისის მამულის შესყიდვის საკითხი. სხდომის თავმჯდომარე იყო სერგი რომანოზის ძე გორგაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება აკაკი წერეთლის იუბილეს აღნიშვნის თაობაზე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბესარაბიის მეღვინე-მევენახეობის სკოლის მოსწავლეs, იაკობ ორჯონიკიძეს სტიპენდია დაუნიშნეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მაისისათვის ალექსი პეტრეს ძე ჭანტურია და პეტრე მიხეილის ძე დგებუაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ. განყოფილებას იმ დროისთვის 4 ბიბლიოთეკა ჰქონდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებაში 49 წევრი იყო. განყოფილების შემოსავალი 340 მანეთსა და 40 კაპიკს, ხოლო ხარჯი 167 მანეთსა და 20 კაპიკს შეადგენდა. განყოფილებას ოლღა გიორგის ასული ხოფერია ხელმძღვანელობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იაკობ ორჯონიკიძის თხოვნა ექვსი თვის სტიპენდიის – 75 მანეთის წინასწარ მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.