საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92942

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი იყო კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეგნატე თომას ძე ინგოროყვას (ნინოშვილის) ფელეტონი „საახალწლო მეკვლე“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძის ფელეტონი „ვალტერ სკოტის მიერ თქმული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „მევენახის სიმღერა“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 7 იანვარს“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რეიმერსი აბასთუმნის ადგილობრივი სამხედრო ნაწილის უფროსი შტაბსკაპიტანი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსეთის მთავარმართებლის ბრძანებით მერვის მაზრის უფროსს მაქსუდე ალიხანოვს წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი გადასცეს.

1886

ტიპი: გარდაცვალება

1886 წლის 9 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოფელ ენისელში დაკრძალეს გიორგი ჯორჯაძე. მის დაკრძალვაზე მომხდარი უსიამოვნო შემთხვევის გამო სოფელში ჩავიდა გუბერნატორი.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს გიორგი ჯორჯაძე იყო თავადი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 იანვარს ილია ჭავჭავაძემ გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 8 იანვარს“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კონსტანტინე მაჭავარიანი ხანგრძლივი მუშაობისთვის კოლეგიის რეგისტრატორის ხარისხით დააჯილდოვეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კარაპეტ ალიხანოვი დააჯილდოვეს დიდი ხნის მუშაობისთვის „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პეტროს ტერ-პეტროსიანი დააჯილდოვეს დიდი ხნის მუშაობისთვის „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის ალექსი მანუჩაროვი დააჯილდოვეს „კოლლეჟსკი რეგისტრატორის“ ხარისხით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის გალაქტიონ კასრაძე დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტრის“ ხარისხით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დიდი ხნის მუშაობისთვის გევორქ აზიზიანცი დააჯილდოვეს „გუბერნიის სეკრეტრის“ ხარისხით.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის განცხადება, რომ ქართული დრამატული საზოგადოების წევრებისთვის გაიმართებოდა კრება 12 იანვარს, კვირას, 12 საათზე, არწუნისეული თეატრის დარბაზში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი გადაიყვანეს სამუშაოდ თბილისში 4 დღით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი მუშაობდა სიღნაღის ტელეგრაფის სადგურში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, არტემ შავერდოვი იყო მე-4 ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე გამრეკელოვი გადაიყვანეს თბილისში სამუშაოდ ორი თვით.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, პავლე გამრეკელოვი იყო მე-3 ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კარაპეტ ალიხანოვი იყო სარაყამიშის ტელეგრაფის სადგურის IV ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსი მანუჩაროვი იყო ართინის (ართვინის) ტელეგრაფის სადგურის IV ხარისხის ტელეგრაფისტი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 10 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გევორქ აზიზიანცი იყო IV ხარისხის ტელეგრაფისტი.